Digest Logo

ფინანსური ჰოროსკოპი 2026 წლის ზაფხულისთვის - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად

1782194769
ფინანსები და ჰოროსკოპი

ასტროლოგებმა ზაფხულის ბოლომდე ფინანსური იღბლის ალბათობის მიხედვით ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი შეადგინეს. ზოგიერთისთვის ეს პერიოდი მშვიდად ჩაივლის, ზოგს კი შესაძლოა, მოულოდნელი მოგება, სარფიანი შეთავაზება ან სასიამოვნო ფულადი ბონუსი შეხვდეს.

მე-12 ადგილი - სასწორი

ზაფხულის ბოლომდე სასწორები დიდ ფინანსურ სიურპრიზებს, სავარაუდოდ, არ უნდა ელოდონ. ფულადი შემოსავალი სტაბილური იქნება, თუმცა - მკვეთრი ნახტომების გარეშე. მათ მთავარ მიღწევად ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდების უნარი იქცევა.

მე-11 ადგილი - მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა შესაძლოა, მცირე ბონუსი ან სასიამოვნო საჩუქარი მიიღონ, თუმცა ვარსკვლავები მათ სერიოზულ ფინანსურ გარღვევას ჯერჯერობით არ ჰპირდებიან. უმჯობესია, ყურადღება იმ ახალ იდეებზე გაამახვილონ, რომლებიც მოგებას ცოტა მოგვიანებით მოიტანს.

მე-10 ადგილი - მერწყული

მერწყულებს მოულოდნელი შესაძლებლობების მხრივ გაუმართლებთ, თუმცა ყველა მათგანს ფულადი სარგებელი არ მოჰყვება. ზაფხულის მიწურულს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შემთხვევაში, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაჩნდება.

მე-9 ადგილი - ვერძი

ვერძებმა, საკუთარი აქტიურობისა და შეუპოვრობის წყალობით, შესაძლოა, დამატებითი შემოსავალი მიიღონ. მსხვილი თანხები "ციდან", სავარაუდოდ, არ ჩამოცვივდება, თუმცა ბიუჯეტის სასიამოვნო შევსება სავსებით შესაძლებელია.

მე-8 ადგილი - თევზები

თევზები იმ შემოთავაზებებს უნდა დაუკვირდნენ, რომლებიც თავიდან მაინცდამაინც პერსპექტიულად არ მოეჩვენებათ. უახლოეს კვირებში მოულოდნელი მოგების წყაროდ სწორედ ისინი შეიძლება, იქცნენ.

მე-7 ადგილი - ქალწული

ქალწულები იმ სამუშაოსთვის მიიღებენ ჯილდოს, რომელიც მანამდე შეასრულეს. ზაფხულის ბოლომდე მოსალოდნელია პრემია, ძველი ვალის დაბრუნება ან სხვა ფინანსური ბონუსი, რომლის იმედიც მათ თითქმის გადაწურული ჰქონდათ.

მე-6 ადგილი - ლომი

ლომები შესაძლოა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. იღბლიან ნაცნობობას ან საინტერესო შემოთავაზებას დამატებითი ფულის მოტანა და ფულის გამომუშავების პერსპექტიული მიმართულების გახსნა შეუძლია.

მე-5 ადგილი - ტყუპები

ტყუპებისთვის ფინანსური წარმატება ახალ კონტაქტებსა და მოულოდნელ შეთანხმებებს დაუკავშირდება. ზაფხულის მიწურულს მოგება ისეთი წყაროდანაა მოსალოდნელი, რომელზედაც მათ ფიქრიც კი არ შეეძლოთ.

მე-4 ადგილი - მორიელი

მორიელებს ძველი პროექტებისა თუ დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების წყალობით ფულის მიღების მაღალი შანსი აქვთ. ის, რაც დიდხანს არანაირ შედეგს არ იძლეოდა, ბოლოს და ბოლოს, საგრძნობი მოგების მოტანას დაიწყებს.

2026 წლის ზაფხულის ტოპ 3 იღბლიანი ნიშანი

მე-3 ადგილი - თხის რქა

თხის რქებს ამ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური პერიოდი ელოდებათ. მათ შემოსავლის ზრდა, სარფიანი შეთავაზება ან გაწეული ძალისხმევისთვის მოულოდნელი ჯილდოს მიღება შეუძლიათ.

მე-2 ადგილი - კირჩხიბი

კირჩხიბებს ვარსკვლავები სასიამოვნო ფინანსურ სიურპრიზს ჰპირდებიან. ეს შეიძლება, იყოს მსხვილი პრემია, გულუხვი საჩუქარი ან იმაზე ბევრად მეტის გამომუშავების შესაძლებლობა, ვიდრე ისინი მოელოდნენ.

1-ელი ადგილი - კურო

ზაფხულის ბოლომდე ფინანსურ საკითხებში მთავარი იღბლიანების რეიტინგს კუროები უდგანან სათავეში. სწორედ მათ შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დაატყდეთ მოულოდნელი მოგება, რომელიც ძველი ოცნების ასრულებაში ან ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაზრდაში დაეხმარებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაგვიანებები, შეხვედრების გადადება, ლოდინის აუცილებლობა ან გარემოებებთან შეგუება“ - 23 ივნისის ასტროლოგიური ტენდენციები

„შენ ის ბიჭი ხარ, მდინარეში რომ ერთად შეგვრეკე მუსლიმები და ქრისტიანები... ხალხების გაერთიანება გმირების ხვედრია“ - ირინეოს შენგელია

„მოერიდეთ კამათს, კონფლიქტებსა და ურთიერთობების დაძაბვას...“ - ეზოტერიკოსი 23 ივნისის ენერგიებზე გვაფრთხილებს

წყარო: www.beaumonde.ge