მიმდინარე კვირა მოვლენებითა და ემოციებით დატვირთული იქნება. ამასთან, ვარსკვლავები გვახსენებენ, რომ წარმატებას მხოლოდ აქტიური მოქმედება არ განაპირობებს - ზოგჯერ დროულად შეჩერებისა და საკუთარ თავზე ზრუნვის უნარიც ასეთივე მნიშვნელოვანია. მოუსმინეთ ინტუიციას, გაუფრთხილდით ახლობლებთან ურთიერთობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მშვიდი და გაწონასწორებული პოზიცია შეინარჩუნეთ.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 7-13 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი
ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის კვირა შედარებით მშვიდად ჩაივლის, თუმცა სტაბილურობის განცდამ შესაძლოა, ყურადღების მოდუნება გამოიწვიოს. შეინარჩუნეთ სიფხიზლე და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ზედმეტად ნუ ენდობით. ორშაბათს არსებობს მოტყუების ან მცდარი ინფორმაციის მიღების რისკი. სამშაბათს უმცირეს დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება - ეს დაგეხმარებათ როგორც კარიერულ წინსვლაში, ისე ფინანსური შეცდომების თავიდან აცილებაში.
კვირის მეორე ნახევარში ვარსკვლავები სწავლისა და ახალი უნარების ათვისებისკენ გიბიძგებენ. უქმეებზე კი პარტნიორულ ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გამოიჩინეთ (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება - ასტროლოგების თქმით, მათი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავა).
კურო
კუროებისთვის შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი გრძელდება. ცვლილებები შესაძლოა, შეეხოს როგორც ახლობლებთან ურთიერთობასა და მსოფლმხედველობას, ისე პროფესიულ მიზნებს. კვირის პირველ ნახევარში საკუთარ ენერგორესურსს გაუფრთხილდით, რადგან სასიცოცხლო ტონუსი ჩვეულებრივზე დაბალი იქნება.
ოთხშაბათს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების, გარიგებებისა და საპასუხისმგებლო შეხვედრების დაგეგმვისგან თავი შეიკავეთ. პარასკევი იდეალურია სახლის მოწესრიგებისა და ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებისთვის. შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატარეთ და მოერიდეთ ექსტრემალურ გართობასა თუ არასაჭირო რისკს.
ტყუპები
ტყუპებს ემოციურად დატვირთული კვირა ელოდებათ. განწყობა შესაძლოა, ყოველდღიურად იცვლებოდეს, ამიტომ წამიერი იმპულსების გავლენით გადაწყვეტილებების მიღება არ იქნება საუკეთესო არჩევანი. კვირის დასაწყისში ჩამოშორდით ადამიანებს, რომლებიც მუდმივად გაკრიტიკებენ ან საკუთარ მოსაზრებებს თავს გახვევენ.
სამშაბათი მოულოდნელ და საინტერესო პერსპექტივებს გაგიხსნით - ნუ შეგეშინდებათ საინტერესო შეთავაზებების მიღების, იქნება ეს ახალი სამსახური თუ რომანტიკული შეხვედრა. ოთხშაბათი კონფლიქტური დღეა, ამიტომ მაქსიმალური მოთმინება გამოიჩინეთ. კვირის ბოლოს შესაძლოა, გაჩნდეს შესაძლებლობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს - ეჭვებს კი ამის საშუალება ნუ მისცემთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის თვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იწყება. შეძლებთ, რამდენიმე ამოცანას ერთდროულად ეფექტურად გაუმკლავდეთ. უკვე სამშაბათს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი წინსვლა ბიზნესსა და ფინანსურ საკითხებში.
ხუთშაბათს ვარსკვლავები განვითარების ახალ პერსპექტივას შემოგთავაზებენ - ნუ შეგეშინდებათ კომფორტის ზონის დატოვების. პარასკევი ხელსაყრელია მსხვილი შენაძენებისა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის, თუმცა თანხის გასესხებისგან თავი შეიკავეთ. უქმეებზე შინაგან ჰარმონიას უფრო მარტივად აღადგენთ, თუ საკუთარ პირად საზღვრებს მკაფიოდ დაადგენთ.
ლომი
ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, დროებით შეანელონ ტემპი და გადაჭარბებული ამბიციები მოთოკონ. სამშაბათს, გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, სერიოზული ნაბიჯების გადადგმას მოერიდეთ.
ოთხშაბათს ზედმეტმა აქტიურობამ შესაძლოა, თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს, ამიტომ ამ დღეს მშვიდი და გაწონასწორებული პოზიციის დაკავება ჯობს. კვირის მეორე ნახევარში გეგმები შესაძლოა, მოულოდნელად შეიცვალოს, რაც ახალი გამოსავლის ძიებას მოითხოვს. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე სერიოზულად დაფიქრდება. უქმეებზე ყოველგვარ კონფლიქტს მოერიდეთ.
ქალწული
ქალწულებისთვის ეს კვირა ნებისყოფისა და თავშეკავების სერიოზული გამოცდა იქნება. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და ეცადეთ, მოვლენებს ემოციების გარეშე შეხედოთ.
სამშაბათს შესაძლოა, ემოციური ფონი განსაკუთრებით გამძაფრდეს - ნუ მისცემთ გაღიზიანებას უფლებას, კოლეგებთან ან პარტნიორთან ურთიერთობა დაგიძაბოთ. ოთხშაბათი ხელსაყრელია მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და სადავო საკითხების მოსაგვარებლად.
კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფინანსურ დაგეგმვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. შაბათი იდეალური დღეა სრულფასოვანი დასვენებისა და იმიჯის განახლებისთვის.
სასწორი
სასწორებს დაძაბული, თუმცა საკმაოდ პროდუქტიული კვირა ელოდებათ. ზედმეტმა ემოციურობამ შესაძლოა, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი შეგიშალოთ, ამიტომ გონების განტვირთვას მეტი დრო დაუთმეთ - დაგეხმარებათ როგორც ფიზიკური აქტივობა, ისე სეირნობა.
სამშაბათს მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც წინსვლაში დაგეხმარებათ. ოთხშაბათი კი საკუთარი შეცდომების გაანალიზებასა და ახალი სტრატეგიის შემუშავებას დაუთმეთ. კვირის მეორე ნახევარში აქტიური კომუნიკაცია განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდება - ახალი საქმიანი ნაცნობობა შესაძლოა, სამომავლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის წყაროდ იქცეს. პარასკევს მოსალოდნელია სასიამოვნო ფინანსური შემოსავალი ან მოულოდნელი საჩუქარი.
მორიელი
მორიელებისთვის კვირა წარმატებული და შედეგიანი იქნება. ბევრი გაჭიანურებული საქმე ბოლოს და ბოლოს დაიძვრება, რთული ამოცანების გადაჭრაც კი მოსალოდნელზე მარტივი აღმოჩნდება.
კვირის დასაწყისში დაფიქრდით შემოსავლის დამატებით წყაროებზე ან საკუთარი პროექტის განვითარებაზე. ოთხშაბათი ხელსაყრელია ქალაქგარეთ გასვლისა და ემოციური განტვირთვისთვის. კვირის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანებს შესაძლოა თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ.
თუ წარსულიდან ვინმე მოულოდნელად გამოჩნდება, ნუ იჩქარებთ ნდობის გამოცხადებას - ჯერ მისი სიტყვები კი არა, ქმედებები შეაფასეთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს სერიოზული დიალოგების სერია ელოდებათ - როგორც კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, ისე მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. იყავით გულწრფელები, თუმცა ნუ ეცდებით საკუთარი მოსაზრებების სხვებისთვის თავს მოხვევას.
ოთხშაბათი იდეალურია მაღალი კონცენტრაციის მომთხოვნი საქმეებისა და საბუთების მოსაწესრიგებლად. ხუთშაბათს პირადმა ნერვიულობამ შესაძლოა, ყურადღება პროფესიული მოვალეობებისგან გადაგატანინოთ. პარასკევი შთამბეჭდავ მოვლენებს გპირდებათ - ნუ მოერიდებით ყურადღების ცენტრში ყოფნას. შაბათს კი აუცილებლად დაუთმეთ დრო კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც ახალი შთაგონების წყაროდ შეიძლება, იქცეს.
თხის რქა
თხის რქებისთვის ეს კვირა შესაძლოა, მოულოდნელობებით იყოს სავსე, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში. მზად იყავით სწრაფი რეაგირებისა და საჭიროების შემთხვევაში გეგმების შეცვლისთვის.
ორშაბათს უმიზეზო შფოთვამ შესაძლოა, ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირებაში ხელი შეგიშალოთ. ამ მდგომარეობის დასაძლევად დაგეხმარებათ ფიზიკური აქტივობა და სრულფასოვანი დასვენება. სამშაბათსა და ოთხშაბათს პროფესიულ საქმიანობაში მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - სიჩქარემ შესაძლოა, იმ პროექტს მიაყენოს ზიანი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით.
პარასკევს უსაფრთხოების ზომებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. უქმეები კი ენერგიის მოზღვავებასა და სიახლეების მიღების სურვილს გაააქტიურებს.
მერწყული
მერწყულებისთვის დგება პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ ცურვა, სრულფასოვანი ძილი და ჯანსაღი კვება.
სამშაბათს მოტყუების მცდელობაა მოსალოდნელი - ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტები და სიტყვიერ დაპირებებს ბრმად ნუ ენდობით. კვირის შუა დღეები ხელსაყრელია მნიშვნელოვანი ოჯახური საკითხების განსახილველად.
პარასკევი განსაკუთრებით კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის: სიყვარულის ახსნისთვის, ქორწინების შეთავაზებისა თუ მნიშვნელოვანი გულწრფელი დიალოგისთვის. უქმეებზე შეძლებთ, რთულ სიტუაციას ახლებურად შეხედოთ და პრობლემის გადაჭრის სწორი გზა იპოვოთ.
თევზები
ამ კვირაში თევზებმა განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას უნდა დაუთმონ. დაგროვილმა დაღლილობამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე, ამიტომ დასვენებისთვის დრო აუცილებლად გამონახეთ.
სამშაბათს ნუ დათანხმდებით საეჭვო პროექტებში მონაწილეობას და ყურადღებით შეარჩიეთ ადამიანთა წრე, რომელთანაც ურთიერთობთ. ოთხშაბათს ინიციატივის გამოვლენისგან თავის შეკავება ჯობს - შესაძლოა, მოვლენებისთვის თვალის მიდევნება და სწორი მომენტის დალოდება უფრო გონივრული აღმოჩნდეს.
კვირის მეორე ნახევარში აუცილებლად გამონახეთ დრო ციფრული დეტოქსიკაციისთვის - ცოტა ხნით დაისვენეთ ტელეფონისა და სოციალური ქსელებისგან. უქმეებზე ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მამიკოს ჰგავს ძალიან“ - ნახეთ, რა ფოტოს გვიზიარებს ანრი ჯოხაძე
წყარო: www.beaumonde.ge