მიმდინარე კვირის დღეებზე მერწყულის ენერგია განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და თითოეულ ადამიანს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ანალიზის, ერთი ეტაპის დასრულებისა და გაცნობიერებული ნაბიჯების გადადგმის პერიოდია.
ამ კვირაში არატრადიციული მიდგომები, საკითხების განსხვავებული გზით გადაჭრის მცდელობა განსაკუთრებით გამოგადგებათ.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 2-8 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებისათვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
♈ ვერძი
შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ თქვენი შესაძლებლობები, სურვილები, მიღწევები ხელახლა შეაფასოთ და ახალი ეტაპისთვის მოემზადოთ. ეს კვირა თქვენს სოციალურ ცხოვრებას გააძლიერებს. იდეალური დროა კომუნიკაციის, საკითხების გადაწყვეტის, ჯგუფურ პროექტებში მონაწილეობის კუთხით.
რეკომენდაცია: ჯგუფურ საქმიანობაში აიღეთ ინიციატივები, გამოხატეთ შესაძლებლობები, ცოდნა და უნარები, მაგრამ თქვენი მოსაზრებების სხვებზე თავს მოხვევას მოერიდეთ. (ასევე დაგაინტერესებთ: 2026 წლის 2 თებერვალს „თოვლის მთვარეა“ - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული)
♉ კურო
მიმდინარე კვირა კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მოგცემთ. შემოქმედებითი მიდგომითა და თავდაჯერებულობის გამოვლენით, შეგიძლიათ, არაერთი ადამიანის ყურადღება მიიპყროთ და დაწინაურდეთ. ეს პერიოდი შიშებისა და დამოკიდებულებების ღრმა ანალიზისთვისაც შესანიშნავია. თუ საკუთარ თავთან გულწრფელი იქნებით და შეეცდებით, აღმოაჩინოთ, რა გიშლით ხელს წარმატებასა და ბედნიერებაში, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
რეკომენდაცია: არატრადიციული წინადადებებისა და შეთავაზებების მიმართ ღია იყავით, თუმცა ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
♊ ტყუპები
ეს კვირა განათლებისთვის, თვითგანვითარებისთვის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის, შორ მანძილზე მოგზაურობისა და თქვენი ჰორიზონტების გაფართოებისათვის იდეალურია. აღნიშნული პერიოდი გაძლევთ შანსს, თქვენი სოციალური წრე და კონტაქტები ხელახლა შეაფასოთ, მნიშვნელოვანი ურთიერთობები განაახლოთ ან საბოლოოდ დასვათ წერტილი იქ, სადაც განვითარებას ვეღარ ხედავთ.
რეკომენდაცია: დრო თვითგანვითარებასა და ახლის შესწავლას დაუთმეთ. ზედაპირულ შეფასებებს მაქსიმალურად მოერიდეთ.
♋კირჩხიბი
მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენები დიდი ტრანსფორმაციისაკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, სოციალურ სტატუსთან და გრძელვადიან მიზნებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეს პერიოდი გაძლევთ შანსს, განვლილი ეტაპები შეაფასოთ, შეცდომებზე დაფიქრდეთ და გამოცდილება გამოიყენოთ.
რეკომენდაცია: თქვენი მთავარი ამოცანაა, ემოციური სტაბილურობა შეინარჩუნოთ და ნაჩქარევი, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
♌ ლომი
თქვენი ცხოვრებისეული ხედვებისა და დამოკიდებულებების გადახედვის დროა. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი ურთიერთობა, უბრალოდ, უმოქმედობის გამო გაქრა, ზოგ შემთხვევაში კი, გააქტიურება აუცილებელია. მიმდინარე კვირის განმავლობაში შესაძლოა, არატრადიციული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
რეკომენდაცია: მზად იყავით კომპრომისზე წასასვლელად, მაგრამ ინდივიდუალურობა არ დაკარგოთ.
♍ ქალწული
მიმდინარე კვირაში საკუთარ საქმესა და ჯანმრთელობაზე ფოკუსირდით და საყურადღებო ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ. ასევე, ტექნოლოგიას შეუძლია, რუტინული ამოცანები მნიშვნელოვნად გაამარტივოს და ესეც გაითვალისწინეთ. დროა, ფინანსები, ვალები და ვალდებულებები გაანალიზოთ და სამომავლოდ, კონკრეტულ ნაბიჯებზე იფიქროთ.
რეკომენდაცია: იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. ზოგიერთი ჩვევა უკვე დიდი ხანია, გაზარალებთ და მნიშვნელოვანია, ამ ჩვევების შეცვლაზე იფიქროთ.
♎ სასწორი
შემოქმედებითი პოტენციალი განსაკუთრებით მაღალია. ახლა შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, მოლაპარაკებების თქვენთვის სასარგებლოდ გადაჭრასა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე იფიქროთ. ეს კვირა გადაფასების ეტაპი გახდება და მოგცემთ შანსს, ბევრი რამ, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო, საბოლოოდ გაარკვიოთ.
რეკომენდაცია: გამოხატეთ საკუთარი თავი ორიგინალურად, მაგრამ სხვების გრძნობებიც გაითვალისწინეთ.
♏ მორიელი
ოჯახური და საშინაო საკითხები მეტ ყურადღებას მოითხოვს. ამ პერიოდში გექნებათ შესაძლებლობა, სხვადასხვა ხარვეზი გამოასწოროთ, მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საქმეები და გადაწყვეტილებების მიღება აღარ გადადოთ. ეს პერიოდი გასწავლით, რომ დატვირთული ყოველდღიურობის მიუხედავად, ბალანსის დაცვა აუცილებელია.
რეკომენდაცია: განაახლეთ თქვენი სახლის სივრცე და დრო დაუთმეთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებზეც დიდი ხანია, ფიქრობთ.
♐ მშვილდოსანი
კომუნიკაცია განსაკუთრებით აქტიურდება. იდეები სწრაფად და არატრადიციულად მოდის. შემოქმედების, სიყვარული, ურთიერთობების გადაფასების ეტაპი დგება. გულწრფელ საუბარს შეუძლია, ბევრი გაუგებრობა და უსიამოვნება საბოლოოდ მოაგვაროს და ბედნიერების განცდაში დაგეხმაროთ.
რეკომენდაცია: კარგი დროა იმისათვის, რომ თქვენი მოსაზრებები, იდეები გამოხატოთ, თუნდაც, სოციალურ ქსელებში, თუმცა, გამოქვეყნებამდე ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ.
♑ თხის რქა
ფინანსური საკითხები ინოვაციურ მიდგომას მოითხოვს; შესაძლოა, შემოსავლის უჩვეულო წყაროები გაჩნდეს და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. პარალელურად, ოჯახსა და თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს ყურადღება მიაქციეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
რეკომენდაცია: ამ კვირაში შეგიძლიათ, საკუთარ თავს დიდი ხნის ნანატრი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მისცეთ, თუმცა ფინანსურ დისციპლინას ნუ დაკარგავთ.
♒ მერწყული
თქვენ ასტროლოგიური გავლენის ცენტრში ხართ. პირადი ენერგია იზრდება. ეს კომუნიკაციების, კონტაქტების და თქვენი უახლოესი წრის გაფართოების პერიოდი, საინტერესო თავგადასავლების, საკუთარი უნარების სრულად გამოხატვის ეტაპია.
რეკომენდაცია: გამოიყენეთ ეს კვირა მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად, მაგრამ ბალანსის დაცვა არ დაგავიწყდეთ.
♓ თევზები
ამ კვირაში თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით აქტიურია. ეს კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. მატერიალურ რესურსებსა და თვითშეფასებას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახლა ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა და დაუსრულებელი საქმე დაგროვდა, რომელთა მოგვარებაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიწევთ.
რეკომენდაცია: დრო დაუთმეთ მედიტაციასა და საკუთარ თავს. ეს ენერგიის აღდგენაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გიფიქრია იმაზე, გყოლოდა შთამომავლობა?“ - რას ფიქრობს ზალიკო ბერგერი ოჯახსა და შვილებზე
🎥 „მითხრეს: 20 წუთი დაგვიანება და შეიძლება ცოცხალი არ დარჩენილიყავიო“ - რა შეემთხვა ზალიკო ბერგერს?
წყარო: www.beaumonde.ge