Digest Logo

„ფლანგვის დრო დასრულდა! მოგიწევთ დაადასტუროთ თქვენი გრძნობების სიმტკიცე საქმით და არა სიტყვებით“ - ხათუნა ნოელი ვენერას თხის რქაში გადასვლაზე

1766491630
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა ვენერას თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე საუბრობს:

„24 დეკემბერს ვენერა თხის რქის ზოდიაქოში გადავა და იქ 17 იანვრამდე დარჩება.

ეს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას მეტ სიმყარეს შესძენს, ხოლო ჩვენ მეტ წინდახედულობას და მომჭირნეობას ფულთან მიმართებაში.

ფლანგვის დრო დასრულდა, მეგობრებო!

სატურნის ტერიტორიაზე ტრანზიტი ყაირათიანობას და რისკების გათვლას მოითხოვს ყველა ჩვენგან. ჩვენს გრძნობებსაც ვენერა მართავს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ახლა არის ძალიან კარგი პერიოდი ურთიერთობების გასამყარებლად, მეტი სტაბილურობის მისანიჭებლად და შესაძლოა ოფიციალურ სტადიაზე გადასასვლელადაც კი.

თუმცა საამისოდ მოგიწევთ დაადასტუროთ თქვენი გრძნობების სიმტკიცე საქმით და არა სიტყვებით, გამოიჩინოთ ერთგულება და მოიპოვოთ საყვარელი ადამიანის თვალში დამსახურებული ნდობა.

ეს ტრანზიტი სასიკეთოდ წაადგებათ მზით და ვენერით თხის რქებს, ქალწულებს, კუროებს, თევზებს და მორიელებს.

გარკვეული სირთულეების გადალახვა მოუწევთ კირჩხიბებს, ვერძებს და სასწორებს.

დანარჩენი ნიშნების წარმომადგენლებისათვის კი ნეიტრალური იქნება“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა მისიით მოვედით ამ სამყაროში? - „მოსახლეობის 80%-ი, არ არის წარმატებული...“ - ნინო ასათიანის ვრცელი ინტერვიუ ცნობიერის ციფრზე

„წმენდს და აკურთხებს სახლს, ააქტიურებს კეთილდღეობასა და სიუხვეს, ხსნის ჩაკეტილ გზებს...“ - რა რიტუალს გვიზიარებს თამუნა იოსელიანი

„თითოეული დღე შეესაბამება თითო თვეს... პირველი 12 დღის საიდუმლო“ - როგორ დავაპროგრამოთ 2026 წელი?