მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში ახალი წლის რიტუალს გვიზიარებს, რის ჩასატარებლადაც დაგჭირდებათ 12 მონეტა და თაფლი.
მისი თქმით, ეს რიტუალები აძლიერებს ფულის ენერგიას, აქცევს თქვენს ხელებს „მაგნიტად” და გეხმარებათ ახალ წელს მეტი კეთილდღეობით შეხვდეთ“
„როგორ გავაკეთოთ, რომ ფული თვითონ გვეწეოდეს ხელებზე - ახალი წლის რიტუალი.
გჭირდებათ:
• 12 მონეტა
• თაფლი
• ხელები
რიტუალი: (საუკეთესო 1 იანვარს)
დაიზილეთ ხელები თაფლით და წარმოთქვით:
„ჯადოსნურ დღეს, ახალი წლის დღეს, წამით არა,მხოლოდ დღეს არა - მთელი წლის განმავლობაში ვმოქმედებ.
თაფლით ხელს ვიზელ, ჩემს ბედს გზას ვუჩვენებ ჩემს სახლში, იყოს ჩემი ცხოვრება ტკბილი, ფული კი ხელებზე მომეწებოს“.
შემდეგ დაამაგრეთ მონეტები ხელებზე ისე, რომ მიეკრას, და წარმოთქვით:
„ფული მოდის, როგორც ფუტკრები ყვავილებზე,
ფული დამყვება ყველგან, ყველგან თან დამდევს,
ხელებში, საფულეში და ანგარიშებზე,
იყოს ასე როგორც ვამბობ!“.
მეორე ნაწილი გამეორეთ 12–ჯერ, თითო მონეტაზე.
მაგალითად:
„ფული იზრდება — იანვრის თვეში …
რიტუალის დასრულების შემდეგ:
• თაფლი ჩამოიბანეთ
• მონეტები სუფთა წყალში გაავლეთ და შეინახეთ მომდევნო რიტუალებისთვის
შენიშვნა: ეს რიტუალები აძლიერებს ფულის ენერგიას, აქცევს თქვენს ხელებს „მაგნიტად” და გეხმარებათ ახალ წელს მეტი კეთილდღეობით შეხვდეთ“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბედნიერი ახალი წელი...“ - ნოე სულაბერიძე ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდა