„ჩვენს დროში ყველაზე ძვირფასი ვალუტა არის ყურადღება. სწორედ ის ქმნის ჩვენს რეალობას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი წერს.
მისი თქმით, ადამიანს ყოველდღე ეძლევა 24 საათი, თანაბარი რესურსი, თუმცა განსხვავება იმაშია, როგორ ვიყენებთ მას:
„ფული, წარმატება და სტატუსი შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ დაკარგული დრო არასოდეს.
ყოველ ადამიანს ყოველდღე ეძლევა 24 საათი, თანაბარი რესურსი, თუმცა განსხვავება იმაშია, როგორ ვიყენებთ მას.
თუ ეს 24 საათი არ ხმარდება აზრიან საქმეს, განვითარებას, ან შინაგან სიმშვიდეს - მაშინ დრო არა უბრალოდ იკარგება, ის გადაუნაწილებლად იფლანგება. ადამიანის სული ნელა იწყებს დაღლას, როცა ენერგია იხარჯება უაზროდ, საუბრებში, იმედგაცრუებაში ან მიზნებს გარეშე ცხოვრებაში.
ჩვენს დროში ყველაზე ძვირფასი ვალუტა არის ყურადღება.
სწორედ ის ქმნის ჩვენს რეალობას.
თუ ის მიმართულია უსარგებლო მიმართულებით, ჩვენც ვკარგავთ საკუთარ გზას. მაგრამ როცა ყოველდღე ერთი ნაბიჯით მაინც მივდივართ ჩვენს მიზნამდე - დრო აღარ გვამარცხებს, ის ჩვენს მოკავშირედ იქცევა.
ამიტომ, სანამ დროის დაკარგვას დაემშვიდობები, დაფიქრდი რისთვის იყენებ დღეს შენს 24 საათს?“, - წერს ზაზა ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: