ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როცა მე ვამბობ „მამაო ჩვენო“-ში - წმინდა იყავნ სახელი შენი,
ეს ნიშნავს, მარტო შენ ხარ,
ერთადერთი ღირებულება ხარ...
აქამდე ადამიანი უნდა მივიდეს,
გასაგებია,
როცა ადამიანი აქამდე მივა - მაშინ უკვე გასაგები ხდება ყველაფერი,
იმიტომ, რომ ის, ვინც ერთადერთი ღირებულება ხდება ჩვენთვის,
ის თავად სამყაროს შემოქმედია,
თავად სიცოცხლის წყაროა,
და თუ რამე ბედნიერება მაქვს ამ სოფელში - ყველაფერი მისგან არის,
მის გარეშე არაფერი არის,
მე რომ ვარსებობ, მისით ვარსებობ,
მის გარეშე მე არ ვარსებობ.
- ეს როგორი რწმენაა იცით?!
- აბრაამს რომ ჰქონდა,
- რატომ იმეტებს აბრაამი შვილს?!
- მართალია, შვილი მისთვის უძვირფასესია,
მაგრამ მან იცის, რომ შვილიც ღმერთისგან არის და შვილის სიცოცხლეც, აბსოლუტურად, ღმერთის ხელშია...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: