Digest Logo

„ფულს, ფინანსურ წინსვლას, კეთილდღეობას, მეგობრებსა და სასარგებლო ნაცნობობას უკავშირდება“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

1788417949
თაკო მელიქიშვილი

🍂 3 სექტემბერი „კალენდარს გადავფურცლავ და ისევ 3 სექტემბერია!“.

დღეს ტრადიციულად ყველანი სასიამოვნო მუსიკას ვუსმენთ და თან დღის საინტერესო ენერგიას ვიღებთ: 3 • 4 • 7.

დღევანდელი დღე ძლიერი, მიზანსწრაფული და ამავდროულად საოცრად ინტუიციურია.

💥 ჩვეულებრივ, ეს ენერგია ფულს, ფინანსურ წინსვლას, კეთილდღეობას, მეგობრებსა და სასარგებლო ნაცნობობას უკავშირდება. თუმცა დღეს ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერდება. ამიტომ მოუსმინეთ შინაგან ხმას და ნუ უგულებელყოფთ აზრებს, რომლებიც დღის განმავლობაში გაგიჩნდებათ.

📝 4-ისა და 22-ის ენერგიის წყალობით, მნიშვნელოვანია, ყველაფერს ერთდროულად არ შეეჭიდოთ და მოქმედებები წინასწარ დაგეგმოთ. თამამად დაიწყეთ საქმე, იმოქმედეთ მიზანდასახულად, მაგრამ აუცილებლად ჩამოწერეთ გეგმა. აიღეთ ფურცელი და კალამი, დაწერეთ, რის გაკეთებას და როგორ აპირებთ.

შეგიძლიათ დახატოთ, სქემა შეადგინოთ და ფიქრები ქაღალდზე დაალაგოთ. როდესაც საკუთარ აზრებს თვალწინ ხედავთ, მათი განხორციელება ბევრად გაგიადვილდებათ. დღეს შეიძლება მიიღოთ აღიარება, მადლიერება და ადამიანებისგან მოისმინოთ: „დიდი მადლობა! შენ გარეშე ამას ვერ შევძლებდი!“ სწორედ სხვების დახმარებითა და მიღებული მადლიერებით შეიძლება ეს დღე თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული გახდეს.

🚗 კიდევ ერთი რეკომენდაცია: იარეთ და იმოძრავეთ ახალი გზებით. ეცადეთ, ერთი საათი მაინც მოძრაობაში გაატაროთ, აირჩიოთ განსხვავებული მარშრუტი ან ეწვიოთ ადგილს, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. ახალმა გზებმა დღეს შესაძლოა ახალ იდეებამდე და შესაძლებლობებამდე მიგიყვანოთ.

📚 აუცილებლად ისწავლეთ რაიმე ახალი. წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ სასარგებლო ვიდეოს ან თუნდაც ჩემს რილსებს გადაავლეთ თვალი.

მთავარია, დღეს ახალი ინფორმაცია მიიღოთ  და, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოეწყვეთ! ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: „რა საყვარელი და ლამაზი ვარ!“.

😍 დღეს მნიშვნელოვანია, მოგწონდეთ საკუთარი თავი, დატკბეთ საკუთარი სილამაზით და იგრძნოთ თქვენი მიმზიდველობა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ ოქროს უკან დგას უამრავი შრომა, რთული ვარჯიში, დისციპლინა და ადამიანების მხარდაჭერა...“ - ეთერ ლიპარტელიანი

„ცოტა დააგვიანა დაბადება და ველოდებოდი, მერე რა?“ - ანასტასია რუსია პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებს პასუხობს

„ისე მიყვარს, ისე მიყვარს, რომ მისი კოცნით ვერასდროს ვერ ვძღები“ - მაკა ზამბახიძის შვილიშვილი 5 წლის გახდა