Digest Logo

ფულს მაგნიტივით იზიდავენ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიღარიბე არ ემუქრებათ

1721933629
ნოემბრის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფულის მიმართ ყველა ადამიანს საკუთარი დამოკიდებულება აქვს. ზოგი სტაბილური მომავლის შექმნას გეგმავს და ფინანსურ რესურსებს აგროვებს, ზოგისთვის კი აწმყოში ბედნიერად ცხოვრებაა მნიშვნელოვანი და ამიტომაც, შედარებით ხელგაშლილად ცხოვრობს. 

ეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური არჩევანია. თუმცა, ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომლებიც ფულს მაგნიტივით იზიდავენ, საკმაოდ დაკვირვებული და შორსმჭვრეტელი ადამიანები არიან და ამიტომაც, მათ სიბერეში სიღარიბე არ ემუქრებათ:

კურო

კუროს ნიშანს პლანეტა ვენერა მართავს. ისინი საკმაოდ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანები არიან, მატერიალურ წარმატებებს აღწევენ და ფული, ფაქტობრივად, სულ აქვთ გადანახული. ზოდიაქოს ეს ნიშანი საოცარი წინ დახედულებით გამოირჩევა, მოგებიან საქმეებში იღებს მონაწილეობას და საკმაოდ კარგი დანაზოგის შექმნასაც ახერხებს.

ლომი

ლომები საკმაოდ აქტიური და მოტივირებული ადამიანები არიან. ისინი მზად არიან, მაღალი კონკურენციის პირობებშიც კი გაიმარჯვონ, გამოავლინონ საკუთარი ლიდერული თვისებები და სასურველი შედეგი მიიღონ. ამიტომაც, სარფიან წინადადებებს მაგნიტივით იზიდავენ და კარგ ფინანსურ დანაზოგსაც აკეთებენ, რაც კომფორტული სიბერისთვის შესანიშნავი საშუალებაა.

ქალწული

ქალწულები მზად არიან, კარიერულ საფეხურზე მუდამ მაღლა ავიდნენ და უკვე მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ. ყველა ახალ უნარსა და ცოდნას შესანიშნავად ითვისებენ და ყოველთვის გარემოსთვის შესაფერისი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომაც, ახერხებენ, რომ კარგი ანაზღაურება ჰქონდეთ და ფინანსური დანაზოგიც შექმნან, რაც წლების შემდეგ აუცილებლად გამოადგებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები პატარა ასაკიდანვე დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვიან და სურთ, რომ საკუთარი ფინანსები ჰქონდეთ. საკმაოდ მოტივირებული და აქტიური ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ 10 საქმე ერთდროულად წამოიწყონ და კარგი ანაზღაურებაც მიიღონ. მოგზაურობა, ახალი აღმოჩენები განსაკუთრებით უყვართ, ამიტომაც დაგროვილი კაპიტალით ახერხებენ, საკუთარ თავს ოცნებები აისრულონ.

თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები წინდახედული ადამიანები არიან, ამიტომაც ნებისმიერ საქმესა თუ წამოწყებას სერიოზულად უყურებენ. ცდილობენ, ფული დაზოგონ და გონივრულად დახარჯონ. ეს თვისება მათ ეხმარებათ, რომ სიბერეშიც კი უზრუნველყოფილად იცხოვრონ და დაზოგილი თანხა საჭიროებისამებრ გამოიყენონ

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

⭕„ციხეში შემთხვევით მოვხვდი, 38 კაცი ვიყავით 22-კაციან კამერაში და რიგრიგობით ვიძინებდით“ - ლაშა გურგენიძის უცნობი ამბავი

⭕„ანონსით ნუ განსჯით, დაველოდოთ გადაცემას, იქნება ისეთი ვარ, ეს გადაცემა სასკოლო სახელმძღვანელოდ შეიტანონ კლასებში“ - დათო ლიკლიკაძე

⭕„გენდერული თანასწორობის დიდი წინააღმდეგი ვარ... ჩემგან შორს ისეთი ქალი, რომელსაც ლიდერის თვისებები აქვს!“ - ბორის ბედია