ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გადაცემა „ნოესთან“ იქნება სტუმრად.
როგორც გადაცემის გავრცელებული ანონსიდან ირკვევა, იგი მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრებს.
ამასთან, ანონსის ვიდეოში იგი ამბობს ფრაზას - „სულ ფეხებზე მკიდია რას იტყვიან ჩემზე“ რის გამოც იგი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს.
სწორედ აღნიშნულ თემას ეხმაურება ლიკლიკაძე და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„მეგობრებო, მოგეხსენებათ ეს გადაცემა ეთერში გადის ამ კვირას, 22:30 საათზე. ხოლო ეს არის ანონსი.
ანონსი ნიშნავს დაახლოებით რა თემებზე იქნება საუბარი. ანონსს არ აქვს კონტექსტი. ანუ ის არის დაჭრილი, ანუ წამყვანი რომ მეკითხება - „შენზე ფიქრობენ, რომ აფერისტი ხარ“ - მისი პასუხი საერთოდ არ იყოს - „ფეხებზე მკიდია რას იტყვიან ჩემზე“. უბრალოდ ასე იყოს აწყობილი.
ანუ შესაძლოა, მერე გადაცემაში მე ვპასუხობდე - „უი რავა გეკადრება, რაის აფერისტი ვარ“, ხოლო ფრაზა „ფეხებზე მკიდია რას იტყვიან ჩემზე“ - შესაძლოა იყოს პასუხი კითხვაზე - „დათო გაჭირვებულ ადამიანს რომ მიეხმარო და ფული აჩუქო, რომ გაიგებენ სხვები ხო იფიქრებენ, ამ ქველმოქმედებას იმიტომ აკეთებ, რომ კარგი კაცი გამოჩნდე“ და ამ დროს მე ვპასუხობ.
დავუშვად ვპასუხობ - „მთავარია სიკეთე ვთესო, ფეხებზე მკიდია სხვები ამას როგორ გაიგებენ".
ანუ რისი თქმა მინდა იცით? ანონსით ნუ გამნსჯით.
დაველოდოთ გადაცემას. იქნება ისეთი ვარ, ეს გადაცემა სასკოლო სახელმძღვანელოდ შეიტანონ კლასებში. სულ ეს იყო“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ცნობისთვის, გადაცემას მაყურებელი სრულად 28 ივლისს 22:30 საათზე ნახავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მორიგი სირცხვილი გვაჭამა „ბათუმის დინამომ“ - რას წერს გოგა ჩანადირი