2026 წელი ცეცხლოვანი ცხენის ენერგიით იწყება - პერიოდით, რომელიც დინამიკურ ცვლილებებს, გაბედულ ნაბიჯებსა და სწრაფ ცვლილებებს გვპირდება.
რა უნდა გავითვალისწინოთ წლის დასასრულსა და ახალი წლის დაწყებამდე - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილის პალიტრა“ ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა ისაუბრა.
გარდა ამისა, მან მოახლოებული, 20 ნოემბრის ახალმთვარეობაც მიმოიხილა:
„თვის ბოლომდე საუკეთესო პერიოდია საბუთების გადასამოწმებლად, ხელშეკრულებების გადასახედად. რაღაც, რაც დაკარგული გეგონათ, შესაძლოა იპოვოთ, კომუნიკაციის აღდგენისთვის, დალაგებისთვის, ერთ-ერთი კარგი პერიოდია.
გაითვალისწინეთ, რომ ახალი წამოწყებებისთვის მაინც და მაინც კარგი პერიოდი არ არის. გადახედეთ ურთიერთობებს, სად გვჭირდება კორექციები.
20 ნოემბერს გვაქვს ახალმთვარეობა, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. საკმაოდ პოზიტიური, ეფექტური, სასარგებლო პერიოდია წყლის და მიწის ნიშნებისთვის. გამოყავით პრიორიტეტები და საქმე ბოლომდე მიიყვანეთ.
2026 წელს ვფიქრობ, ბევრი სიახლე იქნება. მოსამზადებელი წელია მნიშვნელოვანი გარდაქმნებისთვის, რადგან წლევანდელი წელი იყო ხის გველის წელი. მომავალი 5 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფუნდამენტი უნდა ჩავუყაროთ ყველაფერს მნიშვნელოვანს.
როგორც წესი წელიწადში 4 დაბნელება გვაქვს, ეს კი საკვანძო მომენტია.
2028 წელს გვაქვს 6 დაბნელება. ამიტომ 2026 და 2027 წელი იქნება მოსამზადებელი. ცეცხლოვანი ცხენის წელი განსხვავებით ხის გველის წელისა, იყო მშვიდი, გრაციოზული, სიბრძნის სიმბოლო იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხენის წელი, რადგან 60 წელიწადში ერთხელ არის და პლანეტარული კლიმატიც ძალიან იცვლება.
გარდა ამისა, ნუმეროლოგიურად წლევანდელი წელი იყო დასასრული. მომავალი წელი შეესაბამება 1-იანს, სიახლის, ნოვატორული ამბების პერიოდი დაიწყება.
დასასრულია ძველი ციკლის 2025“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტრენდული ვიდეოს გადაღება მოულოდნელად ჩაიშალა, რა მოხდა კადრს მიღმა? - „ფრენჩი კი არა დამასახიჩრა“