Digest Logo

„გააკონტროლეთ ფიქრები და სიტყვები, ყველაფერი ნათქვამი და დაწერილი შეიძლება, რეალობად იქცეს“ - თაკო მელიქიშვილი 19 თებერვლის ენერგიებზე

1771489069
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 19 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:

„19 თებერვალი — დღე 1·4·5

დასაწყისი მომდევნო ორი წლისთვის

დღე ძლიერია და შედეგზე ორიენტირებული. დღეს ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ და რაც მთავარია, იმოქმედებთ. ახლა მიმდინარეობს დაბნელების კორიდორი და ყველაფერი, რაც ამ პერიოდში ხდება, საფუძველს ქმნის მომდევნო ორი წლისთვის. თუნდაც რაღაც დაინგრეს, მოგვიანებით იტყვით: მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა.

მეტი გონიერება და ცივი გონება. არ ვნერვიულობთ, არ ვდრამატიზებთ. ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება, თუნდაც ახლა სრული სურათი ჯერ არ ჩანდეს.

მოძრაობა აუცილებელია. ერთიანი და ოთხიანი ენერგია სხეულის აქტივობას მოითხოვს. დილიდანვე — ნებისმიერი მოძრაობა. ჯერ სხეულს ვამუშავებთ, შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

19 რიცხვში დაბადებულებს აქვთ ჩვევა მკვეთრი რეაქციის უცებ თქვან, მკაცრად გამოხატონ აზრი, ყველას მისცენ რჩევა. დღეს გააკონტროლეთ ფიქრები და სიტყვები. ყველაფერი ნათქვამი და დაწერილი შეიძლება, რეალობად იქცეს მომდევნო 1–2 წელიწადში.

ახლა დიდი ენერგიები იცვლება. ურანი და სატურნი ახალ პოზიციებში გადადიან, რაც გლობალურ გადალაგებას ნიშნავს. ეს არ არის წვრილმანი — ეს მასშტაბია.

ოთხიანის ენერგიით გააქტიურეთ გონება და სტრუქტურა: კლასიკური მუსიკა, ყველაფერი, რაც ტვინს ავარჯიშებს.

ხოლო ხუთიანის ენერგიით დაამატეთ კრეატივი პირად ცხოვრებაში. მცირედი სიახლეც კი ურთიერთობებს გააძლიერებს.

დრო ძლიერია. იმოქმედეთ გააზრებულად, შეინარჩუნეთ ბალანსი და გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც ახლა ჩაიდება, თქვენს მომავალზე მუშაობს“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - 19 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„ყველაფერი, რასაც დღეს საფუძველს ჩაუყრით, თქვენთან ერთად გაიზრდება“ - 19 თებერვლის კოსმოსური ამბები

⭕„ეს დაგეხმარებათ იმ სურვილის ახდენაში, რომელიც გულით გინდათ“ - რიტუალი, რომელიც 3 მარტამდე ყოველდღე უნდა გააკეთოთ