აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის:
4 აგვისტოს ტყუპში მყოფი მარსი მშვილდოსანში მყოფ ლილიტს უპირისპირდება - არ დაზარალდეთ სხვისი სიტყვის, ქმედების, არასწორი ინფორმაციის გამო. ფრთხილად, თუ ცხოველებთან გაქვთ შეხება. მეტად მოუფრთხილდით ემოციებს და ემოციებს აყოლილმა არ ჩაიდინოთ დამაზიანებელი ქმედება.
6 აგვისტოს ვენერა სასწორში გადადის, სადაც დარჩება ათ სექტემბრამდე - ფული შეიძლება მოგიტანთ უძრავმა ქონებამ, ან პირიქით, სახლის მოლამაზებაზე დახარჯოთ ფული. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან ურთიერთობა მეტად რომანტიკული გახდება. თავისუფლებმა შეიძლება გადაწყვიტოთ დაწყვილება, დაოჯახება.
7 აგვისტოს მზისა და სატურნის პოზიტიური ასპექტი გველოდება - თქვენი საქმიანობა დაფასდება და მიიღებთ მატერიალურ ჯილდოს ან შეიძლება დაწინაურდეთ კიდეც.
9 აგვისტოს მერკური ლომში გადადის (25 აგვისტომდე) – გააქტიურდებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება გააფორმოთ ხელშეკრულება, რაც მომავალში შემოსავალს გაგიზრდით. ფულს მიიღებთ კიდეც და ხარჯიც გექნებათ. კარგი პერიოდია ყიდვა-გაყიდვისთვის.
10 აგვისტოს ვენერა პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - ისევ სახლის და ფულის თემაა აქტიური. ფული უნდა მიიღოთ უძრავი ქონებიდან ან დაახარჯოთ ფული სახლის ტრანსფორმაციაზე. ზოგიერთმა შეიძლება ვნებიანი რომანი გააჩაღოთ.
11 აგვისტოს მარსი თქვენს ნიშანში გადმოდის - მოგემატებათ ენერგია, აზარტი, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. ამასთან, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მუშტი-კრივზე არ გადახვიდეთ და ენერგია, კეთილი საქმეების შესრულებას დაუთმოთ. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ზომიერად ვარჯიშს, საკუთარი სხეულის ფორმაში მოყვანას.
12 აგვისტოს გველოდება მზის დაბნელება და ახალმთვარეობა (თბილისის დროით ახალმთვარეობა დადგება 21:36-ზე, ხოლო მზის დაბნელება იქნება 21:47-ზე) ლომში და ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი - ფინანსური საკითხები უნდა მოაგვაროთ, შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი, დამატებითი წყარო.
მიხვდებით, რომ მოთხოვნები გაგეზარდათ და ის, რაც ადრე გაკმაყოფილებდათ ახლა აღარ გყოფნით.
15 აგვისტოს იუპიტერისა და მერკურის შეერთება გველოდება ლომში - მიიღებთ დიდ ფულს, გააფორმებთ ხელშეკრულებას, რაც ფულს მოგიტანთ. შეიძლება შეიძინოთ რამე ძვირად ღირებული. მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია უცხოეთის თემებთან, ვაჭრობასთან ან სწავლასთან. ზოგიერთი შეიძლება გაემგზავროთ უცხოეთში სამუშაოდ.
17 აგვისტოს კი მერკური ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან - შეხვედრების, შეთანხმების, ხელშეკრულების გაფორმების დროა. შეიძლება სასარგებლო რჩევა მიიღოთ ასაკით უფროსი ადამიანისგან.
19 აგვისტოს კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას და 18 თვით ქალწული თევზების ღერძიდან ლომი მერწყულის ღერძზე გადადიან - ფინანსები და რესურსები გახდება თქვენთვის აქტუალური. უნდა მოიზიდოთ, დააბანდოთ ფული. მიიღოთ ფინანსური სარგებელი, მემკვიდრეობა ან ძვირფასი საჩუქარი მშობლებისგან.
შეგეცვლებათ შემოსავლის წყარო. რაც უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებთ, მით მეტად აიმაღლებთ თვითშეფასებას. შეიძლება გადახვიდეთ ახალ, კეთილმოწყობილ ბინაში, შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ თქვენს პარტნიორს და თქვენც ისარგებლოთ მისი ფულით. არაა გამორიცხული, რომ ადრე დაბანდებულმა ფულმა მოგიტანოთ სარგებელი. თუ სოციალურ დახმარებას იღებთ, გაგეზრდებათ, შეიძლება დაგენიშნოთ პენსია ან მიიღოთ დეკრეტის ფული. ამასთან, გაფრთხილდით, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად თქვენი ფინანსებით.
21 აგვისტოს ვენერა ოპოზიციაშია სატურნთან - შეიძლება გაცივდეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან ან მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. ზოგიერთს მოგინდებათ ლამაზ ადგილას განმარტოება. მოგეჩვენათ, რომ გარშემო მყოფები არ აფასებენ თქვენს შრომას, არიან მეტად მომთხოვნები და კრიტიკულები თქვენს მიმართ. ზოგიერთს შეიძლება გარკვეული შეზღუდვა, აკრძალვა დაგიწესონ.
22 აგვისტოს მზისა და კარმული კვანძის შეერთება გველოდება ლომში - მიხვდებით, რომ ფულის გარეშე ვეღარ იცხოვრებთ. უნდა გააქტიურდეთ, რომ დაიკმაყოფილოთ თქვენი აუცილებელი მოთხოვნები. აგრეთვე, უნდა გაისტუმროთ ვალები, დაეხმაროთ შვილებს მატერიალურად.
23 აგვისტოს, 06:19-ზე მზე ქალწულის ნიშანში გადადის - გახშირდება კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან, მიმოსვლა ახლო მანძილზე, შეიძლება დაიწყოთ რამის შესწავლა. ზოგიერთი დაფიქრდებით საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე.
25 აგვისტოს მერკური ქალწულში გადადის - შეხვედრების, მოლაპარაკებების, სწავლის, ინტელექტუალური განვითარების დროა. ზოგიერთი მიიღებთ საჭირო საბუთს, გააფორმებთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. შეიძლება იყიდოთ ან განაახლოთ გაჯეტები.
27 აგვისტოს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება ქალწულში - მიიღებთ საჭირო საბუთს, ინფორმაციას, შეხვდებით გავლენიან ადამიანს. საშუალება მოგეცემათ დაიწყოთ თქვენი იდეების განხორციელება. კარგი დღეა და ეცადეთ, თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.
28 აგვისტოს გველოდება სავსემთვარეობა (08:18-ზე) და მთვარის დაბნელება (08:24-ზე) თევზებში და ამავე დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი - მიიღებთ უცხოეთში სწავლის, მუშაობის საბუთს. ან შეიძლება მიიღოთ ფული, ინფორმაცია უცხოეთიდან. მოაგვარებთ ბიუროკრატიულ, იურიდიულ საკითხს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია ბედნიერი ქორწინება ქალის ფსიქოემოციურ სამყაროში? - ფსიქოლოგის განხილვა
⭕„ჩემი ბედნიერება...“ - ირინა ონაშვილი ოჯახთან ერთად კრეტაზე ისვენებს