მიმდინარე კვირის (27ივლისი - 2 აგვისტო) ასტროლოგიური პროგნოზი:
ეს კვირა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ზაფხულის განმავლობაში. ლომისა და მერწყულის ღერძზე აქტიურდება მოვლენები, რომლებიც გვაიძულებს დავინახოთ, სად გვჭირდება საკუთარი თავის გამოხატვა და სად საზოგადოების, პარტნიორებისა და ჯგუფების ინტერესების გათვალისწინება.
27 ივლისი
კვირა იწყება ძალიან ძლიერი ენერგიით. მზე და იუპიტერი ლომში შეერთდებიან, რაც ზრდის თავდაჯერებას, წარმატების სურვილს, შემოქმედებითობასა და ახალი შესაძლებლობების დანახვას. ბევრისთვის ეს შეიძლება გახდეს კარიერული წინსვლის, აღიარების ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პერიოდი.
თუმცა ამავე დროს პლუტონის ოპოზიცია გვახსენებს, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, კონტროლის სურვილი და ძველი სისტემების დაშლა ისევ აქტუალური იქნება. შესაძლოა გამოიკვეთოს სიმართლე, რომელიც აქამდე დაფარული იყო.
სასიამოვნოა, რომ ურანის სექსტილი და ნეპტუნის ტრინი ამ კონფიგურაციას ახალ იდეებს, მოულოდნელ შანსებს, ინტუიციასა და შთაგონებას მატებს. ეს შესანიშნავი პერიოდია მათთვის, ვინც მზად არის გაბედოს ცვლილება.
ამავე დღეს მარსის კვადრატი ვენერასთან ზრდის ემოციურ და სასიყვარულო დაძაბულობას. შესაძლოა გაძლიერდეს კამათი წყვილებში, გაუგებრობა ფინანსურ საკითხებში ან განსხვავებული სურვილები. მთავარი რჩევაა, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ემოციის საფუძველზე.
29 ივლისი – სავსემთვარეობა ლომი–მერწყულის ღერძზე,მე- 7 გრადუსზე,თბილისის დროით 18.36 საათზე.
კვირის მთავარი მოვლენაა სავსემთვარეობა, რომელიც დასრულების, შედეგების მიღებისა და მნიშვნელოვანი სიმართლის დანახვის პერიოდს მოიტანს.
მთვარე მერწყულში პლუტონთან შეერთებით ძალიან ღრმა ტრანსფორმაციის მაჩვენებელია. შესაძლოა დასრულდეს ურთიერთობა, სამუშაო, პროექტი ან ცხოვრების ეტაპი, რომელმაც თავისი როლი უკვე შეასრულა.
ამავე დროს ოპოზიცია მზისა და იუპიტერის შეერთებასთან გვთხოვს, რომ ეგო და საერთო მიზნები დავაბალანსოთ. ზედმეტი ამბიცია ან გადაჭარბებული მოლოდინები შეიძლება რეალობას შეეჯახოს.
ნეპტუნისა და ურანის ჰარმონიული ასპექტები გვაძლევს შესაძლებლობას, რთული ცვლილებები საბოლოოდ სასიკეთოდ შემოვატრიალოთ. ინტუიცია, შემოქმედებითი ხედვა და ახალი გზების აღმოჩენა ახლა განსაკუთრებით ძლიერია.
რომელი ნიშნებისთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი?
ყველაზე ძლიერად ამ ენერგიას იგრძნობენ: ფიქსირებული ნიშნები, ლომი, მერწყული, კურო და მორიელი.
განსაკუთრებით თუ თქვენს პირად რუკაში 3–8 გრადუსზე გაქვთ მნიშვნელოვანი პლანეტები ან ასცენდენტი ამ ნიშნებში. ყველა ფიქსირებული ნიშნისთვის მთავარი გაფრთხილებები, არ ჩაერთოთ ძალაუფლებისა და ეგოს ბრძოლაში, მოერიდეთ ფინანსურ რისკებს და დაუფიქრებელ ხარჯებს, ნუ გაამწვავებთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით პარტნიორულ და საქმიან ურთიერთობებში, იზრუნეთ ნერვულ სისტემაზე, რადგან ემოციური დაძაბულობა შეიძლება მაღალი იყოს, მიიღეთ ცვლილებები, რადგან რაც ამ პერიოდში სრულდება, ხშირად ახალ და უფრო სწორ ეტაპს უთმობს ადგილს.
სასიკეთო შესაძლებლობები მეტად ექნებათ: ვერძს, ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს, მათთვის ეს კვირა შეიძლება იყოს უფრო მეტი შესაძლებლობების მომტანი.
ეს არის კვირა, როცა შეიძლება დასრულდეს ძველი ეტაპი და დაიწყოს სრულიად ახალი. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, პლუტონი გვართმევს მხოლოდ იმას, რასაც უკვე აღარ აქვს ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, ხოლო იუპიტერი და მზე გვაჩვენებენ, სად არის ჩვენი ნამდვილი პოტენციალი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია ბედნიერი ქორწინება ქალის ფსიქოემოციურ სამყაროში? - ფსიქოლოგის განხილვა
⭕„ჩემი ბედნიერება...“ - ირინა ონაშვილი ოჯახთან ერთად კრეტაზე ისვენებს