Digest Logo

„საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა, საქმის მუდამ ხვალისთვის გადადება...“ - ნიშნები იმისთვის, რომ გაიგოთ გაქვთ თუ არა მესამე ჩაკრა დაზიანებული

1770738002
ეზოტერიკაეზოტერიკა

„ფეისბუკ“ გვერდზე One magician სახელით დარეგისტრირებული გვერდი მესამე ჩაკრის შესახებ ინფორმაციას აზიარებს. 

ეზოტერიკოსი გვთავაზობს ნიშნებს იმისთვის, რომ მივხვდეთ გვაქვს თუ არა მესამე ჩაკრა დაზიანებული:

💛მანიპურა რიგით მესამე ჩაკრა და ადამიანის ენერგეტიკული ბორბალი. მისი დაბლოკვის ნიშნები შემდეგია.

🟡საკუთარ თავსა და შეძალებლობებში ეჭვის შეტანა, მე ეს არ შემიძლია მე ამას ვერ შევძლებ. გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად ვერ მიღება, მუდამ ხვალისთვის საქმის გადადება, სხვის შეხედულებასა და აზრზე დამოკიდებულება, გამეორება იმის რასაც სხვა აკეთებს, იცმევს ან ჭამს, პირადი შეხედულებების არ ქონა, შინაგანი სიბრაზე და აგრესია, რომელიც გარეთ ვერ გამოდის.

🟡ფიზიკურ დონეზე გამოხატული ნიშნებია. საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია,მონელების პრობლემები, შებერილობა , პანკრეასის, ღვიძლის დისფუნქცია ქრონიკული დაღლა დილით ენერგის არ ქონა ან დაღლილობის შეგრძნება. ცხოვრებისეულად გიჭირთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, მუდმივად უკან დახევა და არ იცით რა აკეთოთ.

🟡მანიპურა ჩაკრრის გადაჭარბების ნიშნები (ჰიპერაქტიური) პიროვნებას აქვს მბრძანებლობის და დომინირების ძლიერი სურვილი, მუდამ გაღიზიანებულია, მოთხოვნილება აქვს ყველაფრის კონტროლისა, მუდამ გამოხატავს მოუთმენლობას, თვლის რომ ყველაფერი იცის და მხოლოდ მან იცის ყველაზე კარგად. ასევე არ აქვს შეცოდების და შეწყნარების უნარი, სიამოვნებას იღებს სხვისი ტანჯვით, ანუ იკვებება ყველა სახის ნეგატიური ინფორმაციით, არ ეცოდება არავინ და არაფერი და არც აინტერესებს ვინ როგორ იქნება, მთავარია თავად იყოს კარგად. ფიზიკურად გამოიხატება, მუდმივი გულძმარვა, მჟავიანობა, ხშირი ანთებითი პროცესები, გაციება, მუდმივი ნერვული დაძაბულობა.

☀️ დაბალანსებული მესამე ჩაკრის ნიშნები?

💛შინაგანი მდგომარეობა, სულიერი სიმშვიდე, საკუთარი თავის რწმენა, საკუთარ ძალაში დარწმუნებულობა , პასუხისმგებლობის აღება ყოველგვარი შიშებისა და ეჭვების გარეშე, იცი როდის თქვას კი და როდის არა, მიღებული გადაწყვეტილება მიყავს ბოლომდე, მოქმედება დასახული მიზნებისაკენ.

💛ხოლო ფიზიკურად გამოხატულია, მუდმივი ენერგის შეგრძნება, კარგი მომნელებელი სისტემა, სხეულის შესაბამისი ტემპერატურა, მარტივად არ ხდება მისი ორგანიზმის დავირუსება და არ აქვს პანკრეასის და ღვიძლის პრობლემები. მესამე ჩაკრა პასუხისმგებელია შემდეგ მდგომარეობაზე: პირად ძალაზე და ავტორიტეტზე, ნებისყოფაზე, მოქმედებაზე და შედეგზე, ფინანსურ თვითდამკვიდრებაზე „მე შემიძლია“_ს განცდა თუ ადამიანი ფინანსურად ვერ იმყარებს თავს, ხშირ შემთხვევაში მანიპურა დაბლოკილია ან კონკრეტული ფინანსური ენერგია სხვის ხელშია, სხვამ მისაკუთრა ან ნებით არის გადაცემული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ვხურავთ კოლექტიური ბრძოლის, განცალკევებისა და მსხვერპლის პროგრამებს, ეს არ არის ნევროზი, განწმენდაა“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

რატომ იქნება თებერვალი დაძაბული და რა მოვლენებს გვპირდება დედამიწის ბიოსფეროს დისჰარმონიული მდგომარეობა

„კუჭში გასვლას ხელს უშლის ყველასათვის ნაცნობი, კლასიკური უნიტაზები - მარტივი გამოსავალია...“ - ლევან შელეგიას რეკომენდაცია