პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კაცობრიობის გლობალური გაზაფხულზე საუბრობს.
მისი თქმით, ჩვენ ვხურავთ კოლექტიური ბრძოლის, განცალკევებისა და მსხვერპლის პროგრამებს. ეს არ არის თქვენი სისუსტე ან ნევროზი - ეს განწმენდაა:
„კაცობრიობის გლობალური გაზაფხული - რატომ გვიმძიმს ემოციურად?
ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ სრულიად უმიზეზოდ გეუფლებათ სევდა, შიში ან მოულოდნელი ცრემლები? თითქოს ემოციები თქვენი არ არის, მაგრამ ტალღასავით გფარავთ...
ჩვენ ახლა კაცობრიობის გლობალურ გაზაფხულს გავდივართ. მოგეხსენებათ, გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება, ზედაპირზე ამოდის მთელი ის ნაგავი, რომელიც ზამთრის განმავლობაში გროვდებოდა. ახლაც ასეა, ჩვენი სულებიდან ამოდის საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი „ემოციური ნაგავი“:
დათრგუნული ბრაზი;
ძველი ტკივილები და შიშები;
წარსული ცხოვრების გამოძახილები.
რატომ ხდება ეს?
ჩვენ ვხურავთ კოლექტიური ბრძოლის, განცალკევებისა და მსხვერპლის პროგრამებს. ეს არ არის თქვენი სისუსტე ან ნევროზი — ეს განწმენდაა.
მთავარია გვახსოვდეს: ნებისმიერი ემოცია ენერგიაა. მას ვერ აკრძალავ, მას მხოლოდ მიღება და „გატარება“ სჭირდება. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს იმაში, რასაც გრძნობთ. თუ ტირილი გინდათ — იტირეთ, თუ ბრაზს გრძნობთ — აღიარეთ იგი.
ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ამ პროცესის დამკვირვებლები. მივიღოთ ემოციები, როგორც ცვალებადი ამინდი. ხომ არ უქნევთ მუშტებს წვიმას? უბრალოდ იღებთ ქოლგას“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ: