ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, პერიოდი საკმაოდ დაძაბულია, რადგან 31 რიცხვში გვაქვს ჰელოუინის ღამე, რა დროსაც შავი მაგიის ძალები იწყებენ ცირკულირებას.
გარდა ამისა, მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს, რის გამოც ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მივაქციოთ.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს, ასე გამოიყურება:
ვერძი - სულსწრაფები და პირდაპირები ხართ, ფეთქდებით მარტივად და აგრესიულად. გაუფრთხილდით თავს, რადგან მარტივად იღლებით. სადაც საერთო ფული გაქვთ ჩადებული, ამას ყურადღება მიაქციეთ. ენას გაუწიეთ მაქსიმალური კონტროლი.
კურო - ენერგოტონუსი მატულობს, ხდებით აქტიურები და ინიციატივიანები, მაგრამ მოერიდეთ ფინანსურ ხარჯებს, არავითარი ინვესტიციები და დაბანდებები. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ პარტნიორულ ურთიერთობებს, მით უფრო კარგად წავა ყველაფერი.
ტყუპები - მთავარი პრობლემაა თავისუფლების შეკვეცა, მოგიხდებათ რუტინული საქმეების შესრულება, რაც ძალიან არ გიყვართ. გაღიზიანება იმატებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გადაამოწმეთ ნებისმიერი დიაგნოზი, კოლეგებთან გამოიჩინეთ დიპლომატია.
კირჩხიბი - ენერგოტონუსი მატულობს, შარმი და მიზიდულობა ძლიერდება. კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობა იქნება მოგებიანი. განწყობა დადებითი გაქვთ, მაგრამ ახალმთვარეობაზე მაქსიმალურად ფრთხილად იყავით.
ლომი - ენერგოტონუსი მცირდება, იღლებით, დაიცავით ჯანმრთელობა. პრობლემა ოჯახში და სამსახურში გაქვთ. დრო სწორად გადაანაწილეთ. არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები.
ქალწული - ენერგოტონუსი მატულობს, მომთმენი ხდებით, იდეების რეალიზების შესაძლებლობებიც გეძლევათ. სწავლის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მაგრამ აუცილებელია ყველა ინფორმაციის გადამოწმება. გადახედვა მოგიწევთ ურთიერთობების.
სასწორი - გაგიჭირდებათ, რადგან ენერგოტონუსი მცირდება. ვერ იღებთ დახმარებას და მხარდაჭერას კოლეგებისგან, მეგობრებისგან. დადებითია ის, რომ წარსულისგან მიიღებთ დივიდენდებს. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს.
მორიელი - არნახულად ქარიზმატული, შარმიანი, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ. გარეგნულ იმიჯს შეიცვლით, ბევრი პერსპექტივა გექნებათ. წარმატების გამო არ გახდეთ დიქტატორები, სარკასტულები, ეგოისტები და ნუ აიძულებთ ადამიანებს გააკეთონ ის, რაც თქვენ გინდათ.
მშვილდოსანი - გადადით მშვიდი ცხოვრების რიტმზე, რადგან დაგეწყოთ დაბადების წინა პერიოდი. დაასვენეთ თავები, რადგან ფარული მტრები, ჭორები აქტიურდება.
თხის რქა - ენერგოტონუსი უმჯობესდება, ხდებით შრომისუნარიანები, შესაძლებლობებიც გეძლევათ. ჩამოგიყალიბდებათ საინტერესო ურთიერთობები, კარგი პერიოდია განახლებისთვის, სიახლეებისთვის. ზოგიერთისთვის კარგი იქნება განმარტოება.
მერწყული - ენერგოტონუსი მცირდება, იმუნიტეტიც უარესდება, ამიტომ გაუფრთხილდით ემოციებს. სამაგიეროდ გაქვთ საშუალება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების. პარტნიორულ ურთიერთობებს მიაქციეთ ყურადღება, გამოიჩინეთ მაქსიმალური დიპლომატია.
თევზები - მესამე ფავორიტი ხართ, ენერგოტონუსი უმჯობესდება, ინტუიცია იზრდება. მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით პერიოდი კარგია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, იდეების განხორციელების შანსებიც გაქვთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს 12 ნიშანს? - „გიმართლებთ სასიყვარულო, პარტნიორულ ურთიერთობაში“