როგორი დღეები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28-3 ოქტომბრის ჩათვლით - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და 12-ვე ნიშანს რჩევები გაუზიარა.
ვერძი - ენერგია დაიკლებს, მაგრამ წარმატებული კვირაა. როგორც საქართველო გადადის ახალ, ბედნიერ ეტაპზე, ისე თქვენ, ვერძები.
ლომი - სიკეთის პერიოდი გაქვთ, დემონსტრაციულობის, საკუთარი თავის სწორად დანახვის, როლის გამოკვეთის დროა. გიმართლებთ სასიყვარულო, პარტნიორულ ურთიერთობაში.
მშვილდოსანი - პერიოდი საწყისია ბევრი სიკეთის. გეძლევათ შანსი დაუმთავრებელი საკითხები დაასრულოთ, გაიხსენეთ, ჩამოწერეთ რისი გაკეთება გინდოდათ და დაიწყეთ ამის შესრულება. დაპირებული პირობები უნდა შეასრულოთ.
კურო - ძალიან საინტერესო პერიოდია, ხელი გეწყობათ მოსავლის მიღებაში, პარტნიორული, სასიყვარულო ურთიერთობებიც იქნება წარმატებული. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
ქალწული - გარიგების, შეთავაზების პერიოდია, არ დაკარგოთ საკუთარ თავზე კონტროლი, არ გაბრაზდეთ, არ განრისხდეთ, რადგან ეს ხელს შეგიშლით.
თხის რქა - მოგიწევთ აუჩქაროთ ცხოვრების ტემპს, საქმეები მიიყვანეთ ბოლომდე და გამოიყენეთ მაქსიმალურად შანსები. იყავით აქტიურები, მობილიზებული.
ტყუპები - კარგი და პოზიტიური პერიოდია, გეძლევათ წარმატების შანსები. გამოჩნდება პარტნიორები. გირჩევთ, ბოლომდე გამოიყენეთ შანსები.
სასწორი - 30 რიცხვში გჭირდებათ მეტი თავშეკავებულობა, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. ვალის აღება არ შეიძლება, არც სესხება და არც გასესხება. მოერიდეთ ფინანსურ ტრანსლაციას. შეინარჩუნეთ დიპლომატიურობა. ყველა ადამიანი ნამდვილ სახეს დაგანახვებთ.
მერწყული - უცნაური მოვლენები ხდება, რაც შეგაშფოთებთ, გაგაკვირვებთ. გამოიკვლიეთ ჯანმრთელობა. პარტნიორული ურთიერთობები განიხილეთ. ეცდებიან აგკიდონ პასუხისმგებლობები.
კირჩხიბი - მგრძნობიარეები ხართ, ამიტომ შეიკავეთ თავი, სიზმართ ხილვის პერიოდი გაქვთ. არ აჰყვეთ შინაგან შფოთვებს და შიშებს.
თევზები - მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ქვეყნის ენერგეტიკა მოქმედებს. გაექეცით სტრესს და შემდეგი კვირიდან უკეთესი პერიოდი დაიწყება.
მორიელი - რა თქმა უნდა კარგი პერიოდი გაქვთ, თქვენი ვარსკვლავები განსაკუთრებულად ანათებენ. გეძლევათ შანსი დაასტაბილუროთ, წესრიგში მოიყვანოთ ყველაფერი. ის რაც ამდენ ხანს არ გამოგდიოდათ, ახლა მარტივად შეძლებთ. დრო არ დახარჯოთ გაურკვევლობების მოგვარებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთ დროს ყველაზე საყვარელი მასწავლებელი ვიყავი...“ - ემოციური კადრები მოხუცთა თავშესაფრიდან