Digest Logo

„რასაც ახლა ვიტყვი, არც ჩემი მოგონილია და არც ჩემი სურვილი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1777873285
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანმა მორიგი პოსტი გაავრცელა:

„მე მაინც ვიტყვი - არ დავეძებ დაიჯერებთ თუ არა.

თქვენი საქმის თქვენ იცით. გვიან გაიგებთ სიმართლეს, როცა აზრი აღარ ექნება, მაგრამ მთავარია გაიგებთ.

ეგ ყოფილა თქვენი ხვედრი, ჩემი ხვედრიც ეს იყოს, ასეთია განგების ძალა.

ერთმანეთს ვინც ებრძოდა, ორივე მხარე დაიხოცა, ზოგიც გვერდიგვერდ დაასაფლავეს.

რასაც ახლა ვიტყვი, არც ჩემი მოგონილია და არც ჩემი სურვილი. ყველა დროში ამას ამბობდნენ და ამას ამტკიცებდნენ.

საკუთარი თავიდან დავიწყებ.

არასოდეს არავისზე ცუდს არ ვამბობ, არასოდეს არავის არ ვაკრიტიკებ, არც ვაკნინებ, არასოდეს არავის არ განვიკითხავ, არც არასოდეს ვილანძღები.

არავის ჯიბრზე და ჯინაზე არ ვცხოვრობ. არ მინდა ვინმე გულზე გავხეთქო, ვინაიდან სხვისი გულის გახეთქვა მე არაფერს მომიტანს, ცუდი ენერგეტიკის გარდა. ამიტომ, ვუფრთხილდები საკუთარ თავს და ემოციებს, ამიტომ მიმართლებს ყოველთვის.

ადამიანი, რომელიც ილანძღება, იგინება, აუგს ფიქრობს, ბოროტი ზრახვები და სურვილები აქვს, ასეთი ადამიანი მადლს კარგავს, მუდმივად გაორებულია, წარუმატებელი, არ უმართლებს სიყვარულში, ადვილად ერყევა ჯანმრთელობა, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას და მუდმივად დისკომფორტი აქვს.

ამბობენ, მადლწართმეულ, ცილისმწამებელ, სიავით სავსე, გულღრძო ადამიანებს, შვილები გასცემენ პასუხსო.
ეს არის ყველაზე მწარე პასუხი სიცოცხლის მანძილზე, დააკვირდით და მიხვდებით.

ღმერთმა ჯანი და გონება მოგცეთ.

ღმერთმა გაკმაროთ ავი აზრები და ავი გულისთქმა.

მე მიყვარხართ, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ.

მე მიყვარხართ, იმიტომ, რომ ერთი მოდგმა ვართ.

მე მიყვარხართ, იმიტომ, რომ ერთი სისხლი გვაქვს.

მე მიყვარხართ იმიტომ, რომ ქართველები ვართ.

მე მიყვარხართ მაშინაც, როცა მლანძღავთ, ვინაიდან, ვფიქრობ სხვაგვარად... და არა ისე, როგორც თქვენ.

მე მესმის, რომ თქვენ სხვაგვარად არ შეგიძლიათ, ვინაიდან არ დაგყვათ ნიჭი კაცთმოყვარეობისა, არაუშავს, ისე არ გაგიშვებთ სიცოცხლე, სანამ არ მიგახვედრებთ სად ცდებოდით და სად იყავით მართალი.

მე ჩემი აზრი მაქვს. თქვენ თქვენი.

ღმერთი მოწყალეა“, - წერს გია ჯაჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„იწყება ღვიძლის ქრონიკული გადატვირთვა, ინსულინის რეგულაცია მთლიანად იშლება, ხდება ტვინის დაპროგრამება სწრაფი, იაფი სიამოვნების ძიებაზე“ - რას წერს ვატო მსხილაძე

„ეს პატარა ადამიანის ჩუმი ენაა, რომლითაც ის საკუთარ ემოციებს გვიყვება...“ - არის თუ არა კავშირში ფრჩხილის კვნეტა ვიტამინების ნაკლებობასთან?

„ამხელა წნეხს ყველა ვერ უძლებს, ჩამორჩენას და წარუმატებლობას ხშირად ბულინგი მოჰყვება...“ - ლევან შელეგია ჰიკიკომორიზე