
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.
ამჯერად იგი 14 მარტის მთვარის დაბნელებაზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„2025 წლის პირველი მთვარის დაბნელება:
(ხილული იქნება ამერიკის ნაწილში, კანადაში, მექსიკაში, რუსეთის ნაწილში.)
14 მარტს, #ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის 25 -ე გრადუსზე გვაქვს მთვარის დაბნელება. ის იღებს სტარტს 10:26 საათზე და დასრულდება 11:31 საათზე, თუმცა დაბნელების ეფექტები უკვე საგრძნობია ხოლმე, დაბნელებამდე 1 კვირით ადრეც.
დაბნელების ფონი ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, პროგნოზი დამოკიდებულია ინდივიდის რუკაზე, შეიძლება იყოს მომგები, სასიკეთო ან პირიქითაც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე ასტრონომიული პროცესების შედეგად, არასასურველი ფაქტორები აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე, ამიტომ მსგავს პერიოდებში სასურველია თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისგან, სამედიცინო ქირურგიული ან ინვაზიური მანიპულაციებისგან და მშვიდ, ჩვენთვის ჰარმონიულ გარემოში გავატაროთ მეტი დრო.
მთვარის დაბნელების ფონი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გასტანს. დაბნელება, როგორც უკვე აღვნიშნეთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია, ამ ნიშნის მმართველი პლანეტა მერკური, რომელიც თითქმის გაჩერებულია და მალე უკან, წარსულისკენ აიღებს გეზს. მერკური საინფორმაციო სივრცეს განაგებს, (ასევე ექიმების სიგნიფიკატორია, ქალწული კი მე-6 ე.წ. ავადობის სახლს მართავს). ეს განსაკუთრებით ეხება ტელე-რადიო კომუნიკაციების სივრცის წარმომადგენლებს.
აქვე გახსენებთ, რომ უკანმავალია პლანეტა ვენერაც, რომელიც ჩვენს ფასეულობებსა და პირად ურთიერთობებს განაგებს, ამიტომ ეს მოვლენები უფრო მეტად გაამძაფრებს დაბნელების დერეფნის ეფექტებს, რომელიც 29 მარტის მზის დაბნელებამდე გაგრძელდება.
❌ მოერიდეთ კამათსა და სარკაზმს, ღიმილი, პატიება და მიტევება საუკეთესო გამოსავალია, თუ „გადაამლაშებენ“ დაიცავით თქვენი პოზიცია, თუმცა მეტი გაგებით მოეკიდეთ პარტნიორებს.
❌ შესაძლოა გამწვავდეს ფსიქოლოგიური სახის პრობლემები, სხვადასხვა ფობიები. თითქოს თითოეულ ჩვენგანში მეტად გაიღვიძებს მანკიერი მისწრაფებები, არ არის საჭირო საკუთარ თავთან ომის გაჩაღება, მიიღეთ თქვენი ეს ნაწილი და დაამუშავეთ ეს ენერგია, იმისთვის რომ თქვენი უკეთესი ვერსია შექმნათ.
❌ ყურადღებას თხოულობს: კუჭ-ნაწლავის ზონა, კანი, თავის ზონა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ეგზოტიკური საკვების მიღებისგან, რადგან არის მოწამვლის ალბათობა.
❌ ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და კიდევ უფრო მეტად ნუ გაამწვავებთ არსებულ სიტუაციებს. თუმცა, ნუ მოიტყუებთ თავს!
❌ არ არის რეკომენდებული ასეთ სავსე მთვარეობებზე დამუხტვები, თუმცა საკმაოდ დიდი ენერგიები ტრიალებს და შეგიძლიათ ტრანსფორმაციული პრაქტიკებით, ფსიქოლოგიური საკითხებით, სურვილების ფორმირებითა და გავლილი საკითხების კორექციით დაკავდეთ.
🛑 მნიშვნელოვანი ძვრები, დაწყებული პირადი თემით, დასრულებული სახელმწიფო დონეზე, პარტნიორულ საკითხებს, მორიგებას, ან კავშირების დასრულებას ასევე აღდგენას შეეხება. თუმცა მთლიანად მარტის თვეში მიღებულ გადაწყვეტილებებს აუცილებლად გადახედეთ, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა.
❌ არ გირჩევთ ამ დღეებში მგზავრობას.
❌ ნუ გაგიკვირდებათ ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა.
🛑 რაც შეეხება ჯანმრთელობას, იყავით ზომიერი და დაიცავით შესაბამისი ზოგადი წესები და რეკომენდაციები.
იზრუნეთ ენერგო-ტონუსის ამაღლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსზე. სასიკეთოა სხვადასხვა გამწმენდი პროცედურების ჩატარება.
🛑 დაბნელება თუ განსაკუთრებით შეგეხებათ (ანუ თქვენს ნათალურ რუკასთან იკვეთება რაიმე თემით, მაგ: თუ ხართ თევზების, ქალწულის, ტყუპებისა ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ბოლო პერიოდიში დაბადებული, ან გყავთ ამ პოზიციაში მთვარე, პირადი პლანეტა ან კარდინალური ჯვრის წერტილები) მაშინ ეს იქნება თქვენთვის ძირეული, ფუნდამენტური საკითხების მოგვარების, გადაჭრის, ტრანსფორმაციის, ერთობ მტკივნეული, თუმცა საჭირო საშუალება. ეცადეთ შინაგანად გაიზარდოთ, გადახედეთ წარსულს, თუ ერთ წრეზე ტრიალებთ, მაშინ პრობლემები გარეთ კი არა, შიგნით უნდა გადაწყვიტოთ თქვენს თავში.
✅ ამ პერიოდში ძალიან ეფექტურია ფსიქოლოგთან მუშაობა თუ ამის საჭიროება გაქვთ“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: