Digest Logo

🎥 „გადაუჭრელი ამბები ახლა კვლავ ზედაპირზე ამოტივტივდება“ - იუპიტერი ლომში და რეტროგრადული მერკური: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

1782635732
გიორგი ლობჯანიძე

იუპიტერი ლომში და რეტროგრადული მერკური: აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ასტროპროგნოზსს გვიზიარებს.

როგორც ლობჯანიძე წერს, უახლოესი პერიოდი ცვლილებებს და განახლებებს მოიტანს:

„გრანდიოზულად დიდი სიახლეები გვაქვს ცის კაბადონზე:

პლანეტა იუპიტერი იმპერატორთა ნიშანში გადაბრძანდება. თვის ბოლოდან კი გონებისა და კომუნიკაციის მმართველი მერკურის უკუსვლაც გველოდება.

ვრცლად ამ ყველაფერზე დღევანდელ პოსტში ვისაუბრებ:

დავიწყოთ მერკურით:

29 ივნისიდან გონებისა და ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი მერკური რეტროგრადულობას ოფიციალურად დაიწყებს და 23 ივლისამდე იქნება უკუსვლით ფაზაში.

ძველი, ერთ დროს მივიწყებული ან უბრალოდ გადაუჭრელი ამბები ახლა კვლავ ზედაპირზე ამოტივტივდება.
არაა გამორიცხული, რომ თავი შეგახსენონ საოჯახო-სანათესავო კავშირებმა, დაუსრულებელმა ურთიერთობებმა და ა.შ.

კარგი დროა რომ მოაგვაროთ ასეთი კონფლიქტები.

შეგიძლიათ ფსიქიკის სიღრმეებშიც გახვიდეთ.

მშვენიერია ფსიქოლოგიური კონსულტაციები, სულიერი პრაქტიკა და ვარჯიშები, აგრეთვე ბინასთან, სახლთან, მიწასთან არსებული თემების მოგვარება.

არ გირჩევთ და ფრთხილად იყავით ივლისის 23 რიცხვამდე ახალი საქმეების წამოწყებას, რაც თქვენს ცხოვრებაში სიახლეა ჯობია, რომ ამ პერიოდში არ დაიწყოთ და ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ.

დააკვირდით სიტუაციებს და გარემოებების მიხედვით იმოქმედეთ.

კირჩხიბი კარდინალური ფენის წარმომადგენელი და წყლის სტიქიაა.

მის ბუნებაშია შემოსული: ოჯახი, სამშობლო, სახლი, სანათესავო, რაიმე სიახლის ან იდეის დაბადება, საძირკვლის მოპირკეთება და ა.შ.

კირჩხიბი სულის ღრმა შრეებია. ამიტომ, იმუშავეთ თქვენს ემოციებსა და განწყობებზე.

ყველაზე მთავარი მოვლენა კი გვექნება 30 ივნისს, როდესაც ექსპანსიის, მსოფლმხედველობის და გაფართოების მმართველი პლანეტა იუპიტერი გადაბრძანდება ლომის ზოდიაქოს ნიშანში და მისი მოძრაობა 2027 წლის 26 ივლისამდე გაგრძელდება.

სადაც იუპიტერი ხვდება იქ არეალი ფართოვდება.

ესაა ზრდის, რწმენის და შესაძლებლობების პლანეტა, ხოლო ლომი თვითგამოხატვის, ლიდერობის და შემოქმედების ნიშანია.

მაგალითად, ისტორიულად „ლიზ გრინი და რობერტ ჰენდი“ ამ ტრანზიტს აღწერდნენ, როგორც პიროვნული პოტენციალის განვითარების პერიოდს, სადაც ხდება კრეატიულობის ზრდა, საჯარო აღიარების სურვილი, სიყვარულისა და რომანტიკის მიმართ უფრო ღია დამოკიდებულება და ა.შ.

მაგრამ, აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ტრანზიტს მოაქვს გადაჭარბებული სიამაყე, დრამატულობა, ეგოცენტრიზმი, ზედმეტი რისკიანობა.

ძველ ასტროლოგიაში, „Claudius Ptolemy” თავის ტეტრაბიბლოსში აღნიშნავდა, რომ იუპიტერი დაკავშირებული იყო ღირსებასა და პატივთან.

შუა საუკუნეების ასტროლოგებიდან „Guido Bonatti“, ლომში მყოფ იუპიტერს ხშირად მიაწერდა კეთილდღეობას, გულუხვობას და მფარველობას გავლენიანი ადამიანებისგან.

ასე რომ, ვინც ხართ ხელოვანი ადამიანები: მუსიკოსები, მომღერლები, არტისტები, მხატვრები, სპორტის სამყარო აქტიური წევრები, ასევე მხედარმთავრები, სახელმწიფო მოხელეები ... თქვენთვის მეტად საგულისხმო დრო დგება.
უამრავი ნიჭი და ტალანტი დაიბადება!

მსურს, რომ ვანუგეშო და გავახარო ის ხალხიც, ვისაც წლების განმავლობაში შვილი არ გყავთ.

ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ნანატრი ბავშვი შეგეძინოთ.

შანსია მოულოდნელი სასიყვარულო ურთიერთობებისაც, რამე თუ ლომი სიყვარულის საკითხებსაც კურირებს.

ორგანოებიდან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გულსა და ზურგს (ხერხემალს.)

მომენტებში, შესაძლოა იყოს ხოლმე ცეცხლის სტიქიის ფეთქებადი გავლენები.

აი, თუნდაც ივლისში გველოდება იუპიტერ-პლუტონის მძიმე ოპოზიცია, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ახლა და ზოგადად, მომდევნო 1 წლის განმავლობაში, სანამ ეს ტრანზიტია ვიხილოთ მძლავრი იარაღების გამოყენებები, მასობრივი აფეთქებები, ხანძრები, დამწვრობები, დიდი უჩვეულო სიცხეები და ა.შ.

სანამ იუპიტერი ლომში იმოძრავებს, ადამიანთა ნაწილი გამოიცდება პატივმოყვარეობის ამბებში.
ვინც თავს აღიმაღლებს დაეცემა, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს ამაღლდება.

ლომი საოცრად ეგოისტი და ამპარტავანი ნიშანია, ამიტომ ეგოიზმი ამ წლის მანძილზე ყველაზე დესტრუქციული იქნება საზოგადოებაში და ამის გამო ბევრი ურთიერთობაც გაფუჭდება.

წარმატება და დაფასება მოვა მათთან, ვინც შეძლებს მცირედის შერგებას და მადლობას თქმას უფლისადმი, იმისთვის, რაც აქვს და გააჩნია.

ვისაც გაქვთ პირად რუკებში ცეცხლის სტიქიის გავლენა, თქვენთვის ძალიან კარგი დროება დგება.
ძირითადად, მაინც ლომები, მშვილდოსნები და ნაწილობრივ ვერძები იქნებიან ამ ტრანზიტზე ფავორიტები.
ეცადეთ, რომ მეტი იაქტიუროთ და გამოჩნდეთ ფართო ასპარეზზე!

ბევრ, ძალიან ბევრ ვარსკვლავს აღმოაჩენთ და დიდი პროექტებიც დაიძვრება!
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

პატივისცემით!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ „გამოვემშვიდობეთ გულითადად ერთმანეთს, მას შემდეგ მათზე აღარაფერი ვიცი“ - რა ისტორიას იხსენებს ზურაბ შევარდნაძე

⭕ „ბაბუს ბიჭები“ - გიორგი ჯაჯანიძე შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში