Digest Logo

🎥 „აქედან ვითარდება თიაქარი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი“ - რატომ არის დიდხანს ჯდომა საშიში და რა უნდა იცოდეთ, თუ ოფისში მუშაობთ

1757572344
თორნიკე ჭელიძე

საოფისე სამსახურში გატარებული საათები უმეტესად მუდმივ ჯდომას უკავშირდება -  ეს კი თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე უხილავ საფრთხედ იქცა. სპეციალისტების თქმით, ხანგრძლივი უმოძრაო ყოფნა არა მხოლოდ ზურგისა და კუნთების ტკივილს იწვევს, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და მეტაბოლიზმზეც სერიოზულ გავლენას ახდენს.

რამდენჯერ უნდა ადგეთ საათში მჯდომარე მუშაობისას - ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ რეაბილიტოლოგი თორნიკე ჭელიძე საუბრობს:

„ჯდომა რომ ცუდია, ამაზე ყველა საუბრობს. 

მალთაშუა დისკებს საკუთარი სისხლის მიმოქცევა არ გააჩნია, არ იკვებებიან გარედან მოტანილი საკვებით და დამოკიდებულია კუნთებზე და მათ ჯანმრთელობაზე. ჯდომისთვის მთელი დღის განმავლობაში 2 საათი უკვე ბევრია, კუნთებში კი სისხლის მიმოქცევა ამ დროს მცირდება, კუნთი ზიანდება და ასევე ზიანდება დისკიც. 

აქედან ვითარდება თიაქარი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი და ა.შ.“, - ამბობს თორნიკე ჭელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხანდახან ვახარებ ხოლმე კდეც სიდედრს“ - რა კადრებს გვიზიარებს არუნ ხათრი

„რა საყვარლები ხართ...“ - თათული ედიშერაშვილი შვილთან ერთად ლისაბონში მოგზაურობს

„წარმოიდგინე, როგორ დგანან ისინი შენს ზურგს უკან, მხრებზე ხელი აქვთ დადებული“ - როგორ ვთხოვოთ დახმარება საგვარეულოს?