საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მამისგან, ღრმა ბავშვობაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სიტყვა ისწავლა.
როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე საზარელი საქციელია უსალმობა, უმადურობა და საკუთარი შეცდომის არაღიარება:
„ზვიადისგან მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან და დღემდე ჩემთვის უმთავრესი სიტყვებია, გამარჯობა, ნახვამდის, მადლობა და ბოდიში.
ყველაზე საზარელი საქციელია უსალმობა, უმადურობა და საკუთარი შეცდომის არაღიარება.
გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეპანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი. სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ. ბოლო აკორდი კიდევ, საკუთარი ქვეყნის მოძულე, ფსევდოპატრიოტი მამარდაშვილის სიტყვები იყო, რომელიც თურმე, ბატონი რუსლანის სამაგიდო წიგნი ყოფილა, თან ქართულად.
რა მადლობას ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ მოუხდია ბოდიში, გმირი პოლონელი ხალხისთვის, წინა საუკუნის შემზარავი დანაშაულის შესახებ, რასაც ვოლინის სისხლიანი სასაკლაო ჰქვია. უფრო მეტიც, სტეპან ბანდერა, ეროვნულ გმირად ჰყავთ შერაცხილი და თავად ბატონი რუსლანიც, არხეინად პოზიორობს მისი სურათის ფონზე.
რუსული აგრესიის დროს პოლონელი ხალხის უპრეცედენტო დახმარებას უკრაინისადმი, რომელსაც ანალოგი არა აქვს, აღარ გავიხსენებ, ისედაც ყველასათვის ცნობილი ფაქტია.
დაბოლოს გავიხსენებ, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის სიტყვებს რომელი სიტყვებითაც მიმართა უკრაინის ოფიციოზს - თქვენ სტეპან ბანდერასთან ერთად, ევროკავშირში ვერ შეხვალთ.
გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ასევე შიდა პოლიტიკურ გაჯანსაღებას“, - წერს გიორგი გამსახურდია.
ასევე დაგაინტერესებთ: