ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.
მისი თქმით, დედამიწაზე უბრალოდ ადამიანები აღარ ცხოვრობენ, აქ ეპოქები, ცივილიზაციები და პლანეტარული ცნობიერებები ერთად არიან შეკრებილი:
„დიდი ხანია ეს თემა მაწუხებს...
გიზიარებთ ნაფიქრალს და დაკვირვებებს.... პროცესები, ცვლილებები, ადამიანები...
მე მხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლების ცნობიერებაც ამა თუ იმ პლანეტურ ენერგიას უკავშირდება და კონსულტაციებიდან გამოვიტანე ასეთი დასკვნა ....როცა აზრი არის...სხვა პლანეტიდანაა და როგორ უჭირს აქ ....როგორ ?
ერთი სიტყვაც კი არის ხშირად კოდი ... ზოგადად მაქვს ვერსია ახალგაზრდები რატომ ვერ პოულობენ საკუთარ თავს და კვდებიან...
დღეს დედამიწაზე უბრალოდ ადამიანები აღარ ცხოვრობენ, აქ ეპოქები, ცივილიზაციები და პლანეტარული ცნობიერებები ერთად არიან შეკრებილი..
🜂 თევზების ეპოქამ მოიტანა რწმენა და ტკივილისგან განწმენდის გზას....
🜁 მერწყულის ეპოქას მოაქვს კოდი: თავისუფლება, სიჩქარე, ახალი ცნობიერება.
ამ ორ ეპოქას შორის ახლა ხარ შენ – გადამზიდავი....
და ამიტომაც იკრიბებიან დედამიწაზე სულები, რომლებიც სხვადასხვა პლანეტარული ხაზიდან მოდიან:
სირიუსი – გონების არქიტექტორები
მარსი – მოქმედების მებრძოლები
ვენერა – გულის კოდი, სიყვარული და შთაბეჭდილება
მერკური – მესენჯერები, ვინც კოდებს კითხულობს
პლუტონი – გარდამქმნელები და ჩრდილის ოსტატები...
ანდრომედა – თავისუფლების ტალღა
ყველა ეს ცნობიერება ახლა ერთ პლანეტაზეა, რადგან დედამიწა გადადის ახალ ვიბრაციაში —
სისტემები ინგრევა, დრო იზრდება, ენერგეტიკული კოდები განახლდება.
და ყველაზე საოცარი კითხვა:
შენ რომელი პლანეტიდან ხარ, თუ იცი?
სად გრძნობ შინ ყოფნას — სიჩუმეში, ვარსკვლავებში, ბრძოლაში, ტექნოლოგიაში, სიყვარულში თუ ჩრდილის სიღრმეში?
შეიძლება შენც ერთი იმათგანი ხარ, ვინც ამ ეპოქის გადასაფურცლად მოვიდა..“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სულ ასეთი ბედნიერები მენახეთ“ - ნინო ჩხეიძე შვილთან და სიძესთან ერთად იმყოფება
⭕ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს მეუღლეთა დაბადების წელი განსაზღვრავს