Digest Logo

„სულ ასეთი ბედნიერები მენახეთ“ - ნინო ჩხეიძე შვილთან და სიძესთან ერთად იმყოფება

1765126136
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მომღერალმა გამომწერებს შვილთან და სიძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გაუზიარა.

„სულ ასეთი ბედნიერები მენახეთ“. 

„მიხარია თქვენი ერთად დანახვა“.

„უსაყვარლესი ოჯახი“, - წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მომღერლის ქალიშვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი კანადელ რჩეულზე დაინიშნა.

როგორც ნინომ აღნიშნა, ეს სიახლე მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„სულ ახალი ამბავია, რომ მარიამი დაინიშნა. ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა რომ ქართველი სიძე მყოლოდა. მინდოდა რომ ჩემ სიძეს ჩემით ეამაყა. პროტესტი მქონდა. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი. შენიშვნას ვერ გაბედავ.

თქმა ვერ გავბედე, მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ იყო ჩემი სიძე კანადელი. ძალიან მეგობრულად გამოვხატე. არ მეწყინა, მაგრამ მეგობრულად ვკითხე. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და იმ ბიჭშიც, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი, მივხვდი, რომ არ შემცდარა ჩემი შვილი. საქსოფონზე უკრავს, გიტარაზე, მართლა კარგი ბიჭია“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს მეუღლეთა დაბადების წელი განსაზღვრავს

„ადამიანის ცხოვრების მიზანი ქრისტეა, სხვა დანარჩენი კი - ის ზურგჩანთა, რომელშიც ის ალაგია, რამაც ღმერთამდე უნდა მიგვატანინოს თავი“ - თეოდორე გიგნაძე

„ბევრ რამეზე აღარ ვნერვიულობ და ცოტა უფრო მშვიდად ვუყურებ გარკვეულ საკითხებს...“ - რას ჰყვება გოგა ჩანადირი