Digest Logo

ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს მეუღლეთა დაბადების წელი განსაზღვრავს

1765124284
ცოლი-ქმარი

დაბადების წელი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე, სიყვარულზე, ცხოვრების სტილსა და ზოგადად, იღბალზე. იღბლიანი თუ უიღბლო ქორწინებაც კი დაბადების წელზეა დამოკიდებული. ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებსაც სწორედ მეუღლეთა დაბადების წელი განსაზღვრავს.

დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებს განსაზღვრავს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებს. ზოგადად, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის, რომ არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც კოსმოსისგან დაბადების წლის მიხედვით ერგო წილად.

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები ძლიერები და კეთილშობილები არიან; ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებულები – უცნაურები; კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები – მშვიდები და ფლეგმატურები; ხოლო ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულები – ენერგიულები და მეომრის სულისკვეთების მქონენი.

ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წლებში დაბადებულები, ერთი შეხედვით, უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ადვილად ჰყვებიან ვნებებს და არ უსმენენ გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას ითვალისწინებენ. არასდროს ხელმძღვანელობენ მკაცრი ლოგიკით. მათთვის არ არსებობს ამოუცნობი ადამიანი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებასა და გარეგნობას. მათთვის სიყვარული თავისუფალი და შეზღუდვების გარეშეა. უჭირთ ორიენტირება რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებულები ბუნებით მშვიდები არიან.

ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები, უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. კარგი მრჩევლები არიან, თუმცა საკუთარი თავისთვის – არა. ასეთ ადამიანთან ქორწინება რთულია, თუმცა მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა და ვალდებულების გრძნობა სასიკეთოდ მოქმედებს მათ ოჯახურ და ცოლქმრულ ურთიერთობაზე. მათთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. ხშირად ცდილობენ, „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. ამის გამო კი მათი სასიყვარულო ისტორიები დანაკარგებით და იმედგაცრუებით არის სავსე.

ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებულების გადაჭარბებული ქება დაუშვებელია. მათ ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ თავის გამოჩენა. როგორც წესი, ისინი არასდროს არიან გულგრილნი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ, განსაკუთრებით კი, არაორდინარული თაყვანისმცემლები მოსწონთ. მეორე ნახევარს აღმერთებენ. ამ წლებში დაბადებული ადამიანები მუდმივ ძიებაში არიან. ძლიერი ხასიათის გამო სიძნელეების გადალახვაც არ უჭირთ.

კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანი შინაგანად სუფთა და ლამაზია. განსაკუთრებული შარმი და მიმზიდველობა აქვთ. მართალია, ნაკლებად ერკვევიან საპირისპირო სქესის ფსიქოლოგიასა და სასიყვარულო წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, ეს მათთვის დაბრკოლება არ იყოს. უყვართ სიახლეები და რომანტიკული თავგადასავლები.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ადამიანის ცხოვრების მიზანი ქრისტეა, სხვა დანარჩენი კი - ის ზურგჩანთა, რომელშიც ის ალაგია, რამაც ღმერთამდე უნდა მიგვატანინოს თავი“ - თეოდორე გიგნაძე

„ბევრ რამეზე აღარ ვნერვიულობ და ცოტა უფრო მშვიდად ვუყურებ გარკვეულ საკითხებს...“ - რას ჰყვება გოგა ჩანადირი

„ეს არის ურთულესი გზა, მძიმე და ეკლიანი, ნუ შეგეშინდება იყო საკუთარი თავი“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი

წყარო: tbiliselebi.ge