
„სიყვარული და ფული ერთნაირი ხაზებით მიდის. თუ ფინანსები დეფიციტშია, არსებობს ალბათობა რომ ზოგადი ურთიერთობებიც ცუდად განვითარდეს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
მისი თქმით, კარგი ადამიანები გვეხმარება ფინანსურ კეთილდღეობასა და კარიერულ წინსვლაში. როგორც ანზორ ოდიშარიამ განაცხადა, 16 მისთვის ცუდი რიცხვია, და ყოველი თვის ამ თარიღს, ცდილობს სახლიდან არ გამოვიდეს, რადგან აუცილებლად რაღაც ცუდი ხდება.
ასევე ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის მიმდინარე კვირის პროგნოზზე ისაუბრა:
მიწის ნიშნები
ვერძი
მიმდინარე კვირაში გექნებათ ბევრი საქმიანობის წამოწყების სურვილი. შინაგანი ენერგიები მღელვარე და ქაოსურია. გირჩევთ, რომ არაფერი წამოიწყოთ, განსაკუთრებით რაც ეხება რემონტს, ავტომობილის შეძენას და ახალი საქმეების წამოწყებას. კარგია მოშორება იმის, რაც აქამდე დიდი ხანი დარჩა მათ ცხოვრებაში.
ლომი
გამოაშკარავების კვირა გაქვთ. მოუფრთხილდით რესურსებს. როგორც ემოციურ-ინტელექტუალურ, ისე ფინანსურ-მატერიალურ რესურსებს, ნუ გაასესხებთ თანხებს. ნუ გასცემთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. შესაძლოა გაითვალოთ და ვინმეს შეშურდეს თქვენით. ეცადეთ საკუთარ თავზე მეტი კონცენტრაცია და გავლენა გქონდეთ.
მშვილდოსანი
უცნაური დაბრკოლებები გელით. თითოს ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, თუმცა გადაგედოთ საქმეები, არ მოხერხდა კომუნიკაცია. არ გაბრაზდეთ. ეს მხოლოდ დროებითია და ერთი კვირით შეფერხდა, ჩათვალეთ გცდიან.
წყლის ნიშნები
კირჩხიბი
გაქვთ ყველაზე მეტი გამოცდა, რადგან თქვენს ცხოვრებაში წარსულიდან ბევრი რაღაც ბრუნდება. შესაძლოა ეს იყოს კაციც. კარმული პერიოდია თქვენთვის და გაფრთხილდით. შესაძლოა ენერგია დაზიანდეს. ემოციები გაანეიტრალეთ.
თევზები
დახუნძლული მომენტები გაქვთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაკუთრებით. ასევე პრობლემები შეძლება იყოს პროფესიაში, თუმცა ყველაფერი მოგვარებადია. აგრესიული პერიოდია და ნუ გაუბრაზდებით საქმეებს.
მორიელი
საინტერესო პერიოდია. ტრანსფორმაცია იქნება წარსულიდან წამოსული ემოციების. გაირკვევა ბევრი რამ და ფარდა აეხდება. ამ პერიოდის შემდეგ უკეთ წარიმართება თქვენი ცხოვრება. თქვენი რუკა გეტყვით, რომ არასწორად მიდიოდით და აქეთ წამოდითო.
ცეცხლის ნიშნები
კურო
განსაკუთრებით საფიქრალი გაქვთ ფინანსებზე. გადამეტებული ხარჯვა ან ნერვული. აუცილებლად უნდა შეიზღუდოს, არ არის აუცილებელი მიმდინარე კვირაში რაიმე მნიშვნელოვანი შენაძენები გავაკეთოთ.
ქალწული
კარიერული წინსვლა თქვენს გვერდითაა. გელით დაფასება კოლექტივისგან. იწყება ახალი ურთიერთობების პერიოდი. ასევე შესაძლოა გაჩნდეს თქვენს ცხოვრებაში ახალი პიროვნება, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა გექნებათ. კარგი პერიოდი გაქვთ საერთო ჯამში.
თხის რქა
სკამის შერყევის თემები მოდის თქვენთან. მათ სამსახურს და კარიერას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. გამოღვიძების და გამოფხიზლების პერიოდი გაქვთ. სტაბილურობის დაკარგვის მცდელობები იქნება მიმდინარე კვირაში, შესაბამისად სიფრთხილე გმართებთ.
ჰაერის ნიშნები
ტყუპები
სწორი წამოწყებები გაქვთ. მოდის ბევრი იმპულსი თქვენთან. ზოგიერთი რამ შესაძლოა წარუმატებლად დამთავრდეს, თუმცა მაინც გააკეთებთ, მიიღებთ და გამოგივათ. ასე რომ არ უნდა დანებდეთ.
სასწორი
თვენგან ადამიანები მოითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. შესაძლოა ორ მეგობარს შორის მოხდეს თქვენი დაფიქრება. ოჯახის წევრებსა და სამსახურს შორის შესაძლოა პრიორიტეტების წინაშე დადგეთ. რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების დრო არ არის. გამოიყენეთ დიპლომატიური ნიჭი.
მერწყული
ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. დატვირთული პერიოდი და დატვირთული კვირა გაქვთ. შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მარიკო 23...“ - ლელა წურწუმია ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს