
„ცის კაბადონზე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მიმდინარეობს. „ლილიტი“, ე.წ. შავი მთვარე გადადის მორიელის ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზოდიაქოს ნიშანს იცვლის. ასტროლოგები ამბობენ, რომ ამ ტრანზიტის გამო ბევრი რამ შეიცვლება როგორც პიროვნულ, ისე ზოგად დინამიკაში. იწყება მნიშვნელოვანი პერიოდი, რა უნდა ვიცოდეთ და რა გავითვალისწინოთ“, - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„შავ მთვარესთან თამაში არ შეიძლება, რადგან ეს არის მეცხრე მოციქულის, ე.წ. სატანისა „ლილიტი“, რაც ნიშნავს ცდუნებას. ყველა ადამიანს აქვს უარყოფითი თვისებები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ის უშვებს შეცდომებს, კონფლიქტში ეხვევა, ან ბედ-იღბალს სერიოზულად იფუჭებს. შავი მთვარე ამის მაპროვოცირებელია, ამიტომ სამყარო მისი მეშვეობით გვიწყობს გამოცდას, აბა რას ვიზამთ, ავყვებით ცდუნებებს?
ჩვენს ნეგატიურ თვისებებს დავიოკებთ თუ ვერ?
შევქმნით კონფლიქტებს თუ არა?
ამის მიხედვით ისჯება ადამიანი.
„შავი მთვარე“ ყოველ ცხრა თვეში იცვლის ზოდიაქოს ნიშანს. რომელ ნიშანსაც რა უარყოფითი თვისება აქვს მეტად აღვივებს, რაც ყველაზე მოქმედებს. ახლა რადგან „ლილიტი“ მორიელში გადავიდა რა საკვირველია, რის ჯგუფში მეტადაა მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანები, მაგრამ ყველას სჭირდება ყურადღება „მორიელის“ უარყოფით თვისებებზე, რაცაა ბოღმა, შური, წყენა, სამაგიეროს გადახდის სურვილი. მორიელი არის ინტიმური ნიშანი, სექსუალური ენერგიის მატარებელი, ამიტომ გაიზრდება „ღალატის“ ალბათობა. მოიმატებს ეჭვიანობა, შეიქმნება კონფლიქტი, რაც გადავა სერიოზულ აგრესიაში. აღარ ვამბობ დაშორებაზე, თუ დაშორება მოხდა მშვიდობიანი მადლობა უნდა ვთქვათ.
იმატებს სიჯიუტე, დრამატიზების უნარი. ყველას ეხება, რომ ამ ტენდენციებს არ აჰყვეთ! ამით გააუარესებთ თქვენს ბედ-იღბალს.
გაიზრდება ლტოლვა ალკოჰოლური სასმელების მიმართ, ასევე ნარკოტიკული ნაერთების მიმართ. ლტოლვა გაჩნდება საეჭვო ინტიმური კონტაქტების მიმართ, რაც დასრულდება ვენერიული, სერიოზული დაავადებებით, რაც დიდ პრობლემებს შექმნის.
გაძლიერდება სიჯიუტე, გესლიანი გამოთქმები, უკომპრომისო დამოკიდებულება. ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. წყენის ტენდენციაც მოიმატებს, ამიტომ გაუფრთხილდით ერთმანეთს.
რისკჯგუფშია: შარდსასქესო, რეპროდუქციული სისტემა მომდევნო 9 თვის განმავლობაში, ამიტომ თუ ისედაც პრობლემები გაქვთ, მაქსიმალურად მიაქციეთ ყურადღება.
ყველა, ვინც სამხედრო სტრუქტურაში, უშიშროებაში, სამართალდამცველ ორგანოში, საგამოძიებო სფეროში - მოიმატებს ფარული მტრები, ინტრიგები, ჩაშვებები და ა.შ.
ფილოსოფია, ფსიქოლოგიის სფეროში - ერთმანეთს ბევრი დაუპირისპირდება, სირთულის წარმოქმნის ალბათობა მაღალი იქნება“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ: