
მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბარს ყველა რეტროგრადული პლანეტებით, ვენერასა და მერკურით იწყებს. მათ შორისაა ასტროლოგი ქეთი ვაწაძე, რომელმაც „დილა მშვიდობისას“ ეთერში საზოგადოებას მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარა.
როგორც ასტროლოგი ამბობს, საერთო ჯამში კვირა ჰარმონიულია, თუმცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ ლილიტის მორიელში გადასვლას, რაც შიშების, ემოციურობის, ქვეცნობიერის წინ წამოწევასთან ასოცირდება:
„დაბნელებების დერეფანი გავიარეთ, ბევრმა საერთოდ ვერ იგრძნო, მაგრამ ბევრისთვის სირთულის, წინაღობის, ემოციურობის პერიოდი იყო. სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება, ამ ორი კვირის განმავლობაში დაისმებოდა შეკითხვა რაც მისთვის „აქილევსის ქუსლს“ წარმოადგენდა. ყველამ გააანალიზეთ ბოლო 2 კვირის განმავლობაში რა სფეროები გააქტიურდა პრობლემურად.
მადლიერებით გაუშვით წარსული, დასკვნა გააკეთეთ და არ დასვათ კითხვა რატომ? დასვით რისთვის? ამ დროს მსხვერპლის როლიდან გამოდიხარ!
ცის კაბადონზე გვაქვს რეტროგრადული მერკური, ვენერაა. როცა უკანმავალია, ეს ნიშნავს ვალდებულებები, ურთიერთობები, მოლაპარაკებები დღის წესრიგშია, გადახედვას, წერტილის დასმას საჭიროებს.
მთლიანობაში კვირა არ არის ცუდი, ჰარმონიულია ყველა ნიშნისთვის, მაგრამ მაინც რეტრო ფაზებია, ამიტომ წარსულიდან წამოსული მოგონებები, საქმეები, ხელშეკრულებები დავასრულოთ, გადავხედოთ და შევეცადოთ ამ კვირის განმავლობაში ახალ ხარისხში წარმოვადგინოთ!
ცის კაბადონზე ასევე საინტერესო რამ ხდება, ლილიტი მორიელში გადავიდა. ლილიტი ცნობილია მაცდუნებელ ენერგიად, ჩვენი ქვეცნობიერია, ბნელი მხარე, ეს შეეხება პირველ რიგში მორიელებს და ზედმეტად ყურადღებით უნდა გაიარონ პერიოდი მორიელმა, ლომმა, მერწყულმა და კურომ, 9 თვეა ეს პერიოდი. დაუპირისპირდით საკუთარ შიშებს, ნუ დაემალებით, პირიქით შეებრძოლეთ მას“, - ამბობს ქეთი ვაწაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დალი ჩიტალაძის გრანდიოზული დაბადების დღე - კადრები მოდის ექსპერტის იუბილედან