
პლანეტები ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნული მოვლენა ყველა ადამიანს შეეხება.
ზოგადად, პლანეტა ვენერას რეტროგრადულობა რუკაში პირად ცხოვრებაში პრობლემების და სირთულეების ალბათობაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში ინდივიდს წარსულიდან სასჯელად მოჰყვება საპირისპირო სქესთან ურთიერთობის პრობლემა. რეტროგრადული ვენერა ხშირად მიანიშნებს გვიანი ქორწინების ალბათობაზე. ეს იმიტომ, რომ ადამიანი ადრეულ ასაკში არ არის მზად ამ კუთხით პასუხისმგებლობის ასაღებად. მას გარკვეული გამოცდილების დაგროვება და ბედისწერის მტკივნეული გაკვეთილები ესაჭიროება საიმისოდ, რომ სწორად გააცნობიეროს პარტნიორობის, მეუღლეობის ჭეშმარიტი არსი.
როცა რუკაში მერკურია რეტროგრადული ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ძნელად ემორჩილება აღზრდის პრინციპებს, ამიტომ ბავშვები რეტრო მერკურით პირად ჰოროსკოპში რთულად იტანენ საყოველთაო წესრიგის მიმართ მორჩილებას. მათთვის ძალიან რთულია მიეჩვიონ დისციპლინას და მშვიდად შეხვდნენ კრიტიკას საკუთარი მისამართით. თუმცა, პირიქით, სხვების მიმართ თავად ხშირ შემთხვევაში ულმობლად კრიტიკულები არიან. თუკი მერკური ზოდიაქოს მესამე სახლშია განთავსებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ინდივიდს წარსული ინკარნაციიდან მოჰყვება და-ძმებთან ცუდი დამოკიდებულების კარმა. ამიტომ მან ამ კუთხითაც უნდა იმუშაოს. ზოგადად პლანეტა რეტრო კონფიგურაციაში მინიშნებაა იმ ნაკლოვანებებზე, რაც ზედმეტად ძლიერად იყო ფესვგადგმული ჩვენს წარსულ ინკარნაციაში, იმდენად ძლიერად, რომ ამ კონკრეტულ ინკარნაციულ ციკლშიც გადმოგვყვა მისი „ვალი“.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენებზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ სოციალურ ქსელში ისაუბრა და საზოგადოებას საჭირო რჩევები გაუზიარა:
„ვენერა და მერკური გვაქვს რეტროგრადული, შევიდნენ თევზების ნიშანში. იმდენად დეპრესიული, შემოქმედებითი შლეიფი შემოიტანა ამ ასპექტებმა, თუ ეს დღეები უფრო მეტად გაქვთ ძილიანობა, არ ხართ აქტიურები, ემოციებმა, შიშებმა და დეპრესიამ შემოგიტიათ, ეს ყველაფერი სწორედ ამის დამსახურებაა.
ასეთ დროს აქტიურდება არაცნობიერი, ქვეცნობიერი პროცესები, სიზმრები კი ამასთანაა კავშირში, ის რაც დალექილია, სიზმრებში გამოვლინდება. კარგი იქნება თუ ამ სიზმრებს ახლა ყურადღებას მიაქცევთ. ძირითადად ამ დროს წარსულიდან ხალხი ესიზმრებათ, ეს ნიშანია იმისა, რომ ეს ადამიანები ასევე ფიქრობენ თქვენზე.
ვერ ვიტყვით, რომ მოლაპარაკებებისთვის მარტივი პერიოდია. ამიტომ სერიოზული წამოწყებები ამ პერიოდში არ დაგეგმოთ. გაგიჭირდებათ ფოკუსირება.
ხელოვანისთვის, ეზოტერიკოსისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, რადგან მესამე თვალია გააქტიურებული. ვისაც აქვს ნიჭი წინასწარმეტყველების დაინახავენ მომავალს. ამიტომ გირჩევთ იმედიტიროთ.
ამ პერიოდში შესაძლოა მეტად გაზარმაცდეთ, გაგიჭირდეთ რუტინული სამსახური, სამაგიეროდ ჩვენს ფანტაზიას, კრეატიულ აზროვნებას, ემპათიის უნარს აუმჯობესებს.
ლილიტი მორიელში სიკვდილიანობას მსოფლიოში გაზრდის, გააქტიურდება შავ-ბნელი მხარეები, რაც კავშირშია პარანოიასთან, კონტროლთან, ეჭვებთან “, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ვრცლად ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 დალი ჩიტალაძის გრანდიოზული დაბადების დღე - კადრები მოდის ექსპერტის იუბილედან