Digest Logo

🎥 „თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ნებისმიერ საკითხს მარტივად გადაჭრით...“ - 31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1743420813
ნინა სუსლოვა

„ამ დღის ენერგია საკმაოდ აქტიური იქნება, არ არის სასურველი დღის პასიურად გატარება, თუმცა ნუ დაივიწყებთ წინდახედულობას და სიფრთხილეს“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

♈ ვერძი - რადიკალური, გადამწყვეტი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ სერიოზულად მიუდგეთ საქმეს, რომელსაც დაიწყებთ. აკონტროლეთ ემოციები. 

♉ კურო - უმჯობესია იყოთ აქტიური, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და გადით ბუნებაში. 

ტყუპები - გაგიმარტივდებათ კომუნიკაცია, თუ გსურთ ახალი ნაცნობები, ეს დღე იდეალურია.

♋ კირჩხიბი - პოზიტიური დღეა, გაატარეთ დრო ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

♌ ლომი - კარგი დღეა ახალი ნაბიჯების გადასადგმელად, ქარიზმა დაგეხმარებათ სხვებზე შთაბეჭდილებების მოსახდენად.

ქალწული - აუცილებელია ფოკუსირდეთ ყველა დეტალზე. საინტერესო, ახალ ინფორმაციებს მიიღებთ, რაც მომავალში დაგეხმარებათ.

სასწორი - გაიცნობთ ადამიანებს, გაზრდით სანაცნობო წრეს და ისინი კარიერის მხრივ დაგეხმარებიან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

მორიელი - დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. ნებისმიერ საკითხს მარტივად გადაჭრით, კონფლიქტის დროს გამოიჩინეთ დიპლომატია.

♐ მშვილდოსანი - საკმაოდ აქტიური დღე გაქვთ, ახალი შესაძლებლობები, შეთავაზებები გექნებათ, მაგრამ არ იჩქაროთ.

♑ თხის რქა - ბევრი სიახლე გექნებათ, ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, მოსალოდნელია ხარჯები, რომელსაც არ ელოდით.

მერწყული - გაუგებრობები გელოდებათ საყვარელ ადამიანებთან, მათ შორის მეორე ნახევართანაც კი. ნებისმიერი სიტუაციიდან გულწრფელობაა გამოსავალი!

♓ თევზები - უმჯობესია დრო საკუთარ თავს, მიზნებს, გეგმებს დაუთმოთ. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდათ!

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ტენდენციები ქეთი ვაწაძისგან - „ეს შეეხება პირველ რიგში მორიელებს და ზედმეტად ყურადღებით უნდა გაიარონ პერიოდი...“

🎥 „ლილიტი მორიელში სიკვდილიანობას გაზრდის, გააქტიურდება შავ-ბნელი მხარეები, რაც კავშირშია პარანოიასთან, კონტროლთან, ეჭვებთან“ - მარიამ შუკაკიძის პროგნოზი

„აღარ დამირეკოთ ტრაგიკული, გაუბედურებული ხმებით, თითქოს უკვე რაღაც უბედურება დამემართა და საიქიოს გზაზე ვარ...“ - რას წერს თიკა ჯამბურია