Digest Logo

„გამოაქვს მანამდე დამალული სიმართლე ან საიდუმლოებები“ - მეტეორების წვიმა: ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

1786471309
ხათუნა ნოელი

12 აგვისტოს ღამის ცას პერსეიდების მეტეორული წვიმა გაანათებს — წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა პიკს 12-დან 13 აგვისტოს ღამეს მიაღწევს. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, დამკვირვებლებს ცაზე საათში ათეულობით, ზოგ შემთხვევაში კი 100-მდე მეტეორის დანახვა შეეძლებათ.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს:

„ასტროლოგიური თვალსაზრისით, 12 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი დღეა არამხოლოდ იმის გამო რომ ლომის ნიშანში მზის სრული დაბნელება გვექნება, არამედ ამას კიდევ ორი ისეთი მოვლენა ემთხვევა, როგორიც არის პერსეიდები, ანუ მეტეორების წვიმა (რომელზედაც უკვე გელაპარეკეთ) არამედ პლანეტარული აღლუმიც!
ექვსი პლანეტა ერთ მწკრივში დალაგებული, პლუს ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები, ეს უკვე უიშვიათესი, გლობალური ტრანსფორმაციის წერტილად შეიძლება რომ ჩაითვალოს.

როგორც ხვდებით ეს არის ენერგეტიკულად უძლიერესი დღე, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაშიც და მსოფლიო დონეზეც დიდ ცვლილებებს მოასწავებს. ეს იქნება ძველი ციკლების დასრულება და ახალი, კარმული ეტაპის დასაწყისი.

ლომის ენერგია აღვიძებს ლიდერის თვისებებს, შემოქმედებით პოტენციალს და საკუთარი თავის გამოვლენის სურვილს. ამავდროულად პლანეტების აღლუმი აძლიერებს ინტუიციას და დღის შუქზე გამოაქვს მანამდე დამალული სიმართლე ან საიდუმლოებები.

თუმცა პლანეტების ერთობლივი ზეწოლა ზრდის შფოთვას, იმპულსურობას და კონფლიქტების რისკს.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ამ დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება რთულია.გადადეთ რისკები: ნუ წამოიწყებთ ამ დღეს მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს და მოერიდეთ საყოფაცხოვრებო კონფლიქტებს.

ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები და ვიზუალიზაცია გაუკეთეთ თქვენს სურვილებს.
გაათავისუფლეთ სივრცე თქვენს გარშემო - დაემშვიდობეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს, ძველ წყენებსა და გამოუსადეგარ ნივთებს“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ცეცხლოვანი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

⭕ რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბიონს“?

⭕„მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა“ - მეტეორების წვიმა: რჩევები ქეთი ოდიშელისგან