
19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილი ჩამოვიდა სამშობლოშიც, სადაც რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აღნიშნულმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია და კრიტიკა გამოიწვია. ქართველი მებრძოლი ამჯერად აქვეყნებს პოსტს, სადაც საზოგადოებას მიმართავს:
„მე ვარ ერთი რიგითი ქართველი, რომელსაც უყვარს ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი. არასოდეს ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი ან რომელიმე მხარეს. არც არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე. მე ვარ ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ ჩემს პირად აზრს.
თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში მსურს გავაკეთო ისეთი მმა-ს დარბაზები, სადაც კარგ პირობებში ივარჯიშონ ჩვენმა მმა-ის პროფესიონალმა თუ დამწყებმა მებრძოლებმა. მინდა, შევიტანო ჩემი წვლილი საქართველოში მმა-ს განვითარებაში და გაუზიარო ჩემი გამოცდილება ქართველ სპორტსმენებს, რათა საქართველოშიც იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი მაღალ დონეზე ვარჯიში. ასევე, გაიზარდონ ახალი ტალანტები და გამრავლდეს ქართველი მმა მებრძოლების რაოდენობა UFC-ში.
ამ ყველაფრის განხორციელებისთვის ჩამოვედი საქართველოში. მე მოვინახულე რამდენიმე არსებული მმა-ს დარბაზი და მქონდა შეხვედრები რამდენიმე მმა- ს მწვრთნელთან. შემდეგ მე დამიკავშირდა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც გვერდში დგომის სურვილი გამოთქვა ამ საკითხზე და შალვა გოგოლაძის ინიციატივით შევხვდით კახი კალაძეს, გავაცანი და გავუზიარე ჩემი მმა-ს განვითარების გეგმები საქართველოში. ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ UFC -ს საქართველოში ჩატარების საკითხებზეც“, - წერს მერაბ დვალიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მზად იყავით დაუვიწყარი მომენტებისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს შაბათ-კვირას სიურპრიზი ელოდება
⭕სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია