5 ნოემბერი - დღე, როცა იღბალი კვალდაკვალ დაგყვება.
ჩემო ძვირფასებო, დღეს წარმატების შესანიშნავი დღეა!
🪐 სუფთა ხუთიანი ხუთშაბათს ემთხვევა, ხუთშაბათი კი იუპიტერის დღეა. წარმოიდგინეთ, როგორი იღბლიანი დამთხვევაა! ფორტუნა, იღბალი და ახალი შესაძლებლობები დღეს, თითქოს, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგყვებათ.
🔢 დღის ენერგიებია - 5 • 8 • 4.
💵 დღეს საკუთარ სარგებელზე დაფიქრდებით: „ეს ჩემთვის ხელსაყრელი არ არის, ამიტომ არ წავალ“ ან „ისე მოვიქცევი, როგორც ჩემთვის იქნება უკეთესი“. და ეს სწორიცაა!
👑 დღეს შეგიძლიათ ფული, საკუთარი რეალიზება და ინტერესები სხვის გრძნობებსა და ემოციებზე წინ დააყენოთ. ახლა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საკუთარ თავზე იფიქროთ.
🕊 აუცილებლად გამოდით კომფორტის ზონიდან: გაიცანით ახალი ადამიანები, შესთავაზეთ თანამშრომლობა, ისაუბრეთ პროექტებსა და საინტერესო კოლაბორაციებზე.
🎨 რეალიზაციის ოთხიანი გვკარნახობს: წადით იქ, სადაც გეშინიათ, გამოავლინეთ შემოქმედებითობა და შექმენით რაღაც ახალი. მუხლებიც რომ გიკანკალებდეთ, პირველი ნაბიჯი მაინც გადადგით!
👌 თუმცა ერთი მნიშვნელოვანი წესი გახსოვდეთ: პირად გეგმებზე, მიზნებსა და სურვილებზე ნუ ისაუბრებთ. თუ დღეს ყველაფერს მოუყვებით ყველას, შეიძლება ენერგია გაფანტოთ და ჩანაფიქრი ვეღარ განახორციელოთ.
🗣 საქმესა და რეალიზაციაზე - იურთიერთეთ, გაიცანით ადამიანები და გამოავლინეთ თავი. პირადი კი თქვენთვის შეინახეთ. 🚶♀️ დღეს აუცილებლად მეტი უნდა იაროთ. იდეალურია, თუ ახალ, ლამაზ ადგილს ესტუმრებით - რესტორანს, სპას, პარკს ან ისეთ სივრცეს, სადაც ჯერ არ ყოფილხართ.
🍀 დღეს იღბალი ახლოსაა. თქვენი ამოცანაა, მისკენ თავად გადადგათ ნაბიჯი და თქვენი გეგმები არ გაამხილოთ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ნოემბერს საქართველოში
🎥 რამ გადააწყვეტინა ციცინო შურღაიას გასახდომი პრეპარატის გამოყენება?