Digest Logo

🎥 „გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავდაპირველად გაგაღიზიანებთ, თუმცა შემდეგ თქვენ ცხოვრებას შეცვლის“ - თაკო მელიქიშვილი ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს

1781187052
თაკო მელიქიშვილი

„გამოჩნდება ადამიანი სამი დღის განმავლობაში, რომელიც თავდაპირველად გაგაღიზიანებთ, თუმცა შემდეგ ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებას შეცვლის“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„1.♏ მორიელებო, 25 ივნისამდე შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავიდანვე შინაგან დაძაბულობას გამოიწვევს. ის შეიძლება ზედმეტად პირდაპირი იყოს, უსიამოვნო კითხვებს გისვამდეთ, არ ეწყობოდეს თქვენს განწყობას ან ხედავდეს იმას, რასაც ჩვეულებრივ მალავთ. თავიდან მოგინდებათ დისტანციის დაჭერა, მაგრამ სწორედ ამ ადამიანმა შეიძლება დაგანახვოთ სიმართლე, რომელსაც დიდი ხანია გვერდს უვლით.

2. ♉ კუროებო, ეს ადამიანი შეიძლება თქვენს ცხოვრებაში სამსახურის, ფულის, გეგმების, ყოველდღიურობის ან საერთო ნაცნობების გზით გამოჩნდეს. მან შეიძლება დაარაღვიოს თქვენი ჩვეული წესრიგი, შემოგთავაზოთ განსხვავებული მიდგომა, შეგეკამათოთ გადაწყვეტილებებზე ან გაიძულოთ უფრო სწრაფად იმოქმედოთ. თავიდან ეს გაღიზიანებთ, რადგან არ გიყვართ, როცა ნაცნობ გზას გაცილებენ. მაგრამ მისმა გამოჩენამ შეიძლება ახალი შესაძლებლობა გახსნას.

3. ♒ მერწყულებო, 25 ივნისამდე თქვენს გვერდით შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თავისი სიჯიუტით, უცნაური ლოგიკით ან იმით გაგაღიზიანებთ, რომ მშვიდად არ მოგცემთ დისტანცირებაში გაქცევის საშუალებას. ის შეიძლება გისვამდეთ კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა თქვენც დიდი ხანია არ გინდოდათ. სწორედ მისი მეშვეობით მიხვდებით, სად ეძახით თავისუფლებას სინამდვილეში სიახლოვის, პასუხისმგებლობის ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების არიდებას“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ ასე ფიქრობთ, თუ ამის მართლა გჯერათ - გაგიჟებულხართ!“ - „სიმღერის აკადემია“ საზოგადოების კრიტიკას ეხმაურება

⭕ცხელი ზაფხული და ცხელი ვნებები – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ყველაზე რომანტიკული სეზონი?

🎥 „ყველაფერი შეიძლება უბრალო შეტყობინებით დაიწყოს“ - თაკო მელიქიშვილი ივნისის 3 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს