Digest Logo

🎥 „ყველაფერი შეიძლება უბრალო შეტყობინებით დაიწყოს“ - თაკო მელიქიშვილი ივნისის 3 ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს

1781174338
თაკო მელიქიშვილი

„22 ივნისამდე ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის სურვილები ასრულდება“, - აღნიშნულ საკითხზე ვიდეოსა და ვრცელ პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი ავრცელებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა.

თაკო მელიქიშვილი სამ ფავორიტ ნიშანს ასახელებს:

„♈️ ვერძი

22 ივნისამდე შეიძლება მიიღოთ ის, რასაც დიდი ხანია ელოდით: შანსი, საუბარი, შეთავაზება, ფინანსური შესაძლებლობა, შეხვედრა ან სიტუაციის მოულოდნელი შემობრუნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო. თუმცა მნიშვნელოვანია, მაშინვე არ დაიწყოთ იმის მტკიცება, რომ ყველაფერს იმსახურებთ. ჯერ კარგად დააკვირდით, რას გაძლევთ ცხოვრება და რა პასუხისმგებლობა მოჰყვება ამას.

♐️ მშვილდოსანი

თქვენი სურვილი შეიძლება გზის, ახალი ნაცნობობის, სამსახურის ან სრულიად სხვა წრის ადამიანის მეშვეობით შესრულდეს. თავიდან ეს შეიძლება „ბედის საჩუქარს“ საერთოდ არ ჰგავდეს და უცნაურ შესაძლებლობად მოგეჩვენოთ, სადაც სწრაფად უნდა ჩაერთოთ. ნუ დააკნინებთ შანსს მხოლოდ იმიტომ, რომ ის იდეალურ ფორმაში არ მოვიდა.

♌️ ლომი

22 ივნისამდე შეიძლება მიიღოთ აღიარება, ყურადღება, მოწვევა, მნიშვნელოვანი საუბარი ან შანსი, რომ სიყვარულში, სამსახურში ან ფინანსებში ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ის, რასაც ადრე თითქოს ვერავინ ამჩნევდა, ბოლოს და ბოლოს გამოხმაურებას მიიღებს. მთავარი ნუ დაელოდებით ცხოვრებისგან იდეალურ სცენარს, რადგან მნიშვნელოვანი ყველაფერი შეიძლება უბრალო შეტყობინებით დაიწყოს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არსებობს გრძნობები, რომლებიც მხოლოდ გულმა იცის“ - ნინა ხუბუტია შვილს იუბილეს ულოცავს

🎥 „მოგიყვებით ამბავს, როგორ შეიძლება აღმოჩნდეთ შარში“ - გიორგი ჯაჯანიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

⭕ „ბალანსი ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - სუპერ-ახალმთვარეობა ტყუპებში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი