
ასტროლოგი დავით ნიბლაძე, ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, თუ რატომ არის 20 მარტი ასტროლოგიაში განსაკუთრებული დღე.
„20 მარტი ასტროლოგიაში განსაკუთრებული დღეა
მზე თევზებიდან ვერძში გადადის, გაზაფხულის ბუნიობაა, გვაქვს ასტროლოგიური ახალი წელი და ამ ყველაფერთან ერთად, აღვნიშნავთ ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს.
ასტროლოგიურად ახალი სოლარული წელი სწორედ მზის ვერძში, პირველი ნიშნის პირველ გრადუსში გადასვლის დღეს იწყება.
აი, როდის უნდა ჩავისუნთქოთ ღრმად მიზნებით და სურვილებით გაჟღენთილი ჰაერი.
ვერძი, როგორც ცეცხლის სტიქიის პირველი, კარდინალური ნიშანი, ენერგიით, ინიციატივებით, ახალი მიზნებით, საკუთარი თავის რწმენით და მებრძოლი სულისკვეთებითაა სავსე.
დავტოვოთ ყველაფერი ზედმეტი და დრომოჭმული უკან და დავუთმოთ ადგილი ცვლილებისა და ზრდის ენერგიას
გამოღვიძების, გამოფხიზლების, განახლების, მოქმედების დროა!
გილოცავთ! დაე, მზესავით ვანათოთ!“,- წერს დავით ნიბლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: