Digest Logo

11 თვის შვილი დარჩა, მეუღლეს ძალიან უყვარდა, იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ გულის აორტაში გაუარა და მოკლა, სულ რაღაც 26 წლის იყო... - ირინა მიქატაძის ტრაგიკული დასასრული

1710849436
ირინა მიქატაძე

1985 წლის 19 მარტი...

ისინი ჯერ კიდევ წინა დღით, 18 მარტს გუდაურიდან თბილისში უზომოდ ბედნიერები და დაღლილები დაბრუნდნენ...

მეორე დღეს კი მათ თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქალაქი შეძრა...

დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა.... როგორც ამბობენ ყველასათვის საყვარელი მსახიობი, კაცი, რომლის სახემაც მხოლოდ ღიმილი იცოდა - გია ფერაძე, შინ დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა...

გიას ამის გამო მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე განაწყენებია...

შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატიურული, კალმის ფორმის იარაღიდან გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და მოკლა. 

არავინ იცოდა, რა ეთქვა...

მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას... ერთი რამ, რაშიც ყველა თანხმდებოდა იყო ის, რომ მსახიობს ცოლი უზომოდ უყვარდა და სასიკვდილოდ ვერასდროს გაიმეტებდა.

ამ ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკა 11 თვის იყო...

ბაბუამ ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ ის შვილივით გაზარდეს. მარიკა 6 წლის ყოფილა, როდესაც ეს ფაქტი გაუგია.

37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიამ 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა. 5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში.

პატიმრობის ყოველი წამი ტანჯვად ქცეულიყო უბედური კაცისთვის... მოგონებები და სინანული გულსა და სულს უკაწრავდა... აღარ იცოდა სად წაეღო ყელში მობჯენილი დარდი....

როგორც ამბობენ გია ფერაძემ წერა დაიწყო.... 30-მდე რვეული გაივსო ლექსებით...

ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული.

გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გიას გალოთებულმა და უიმედო გულმა სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა...

მარიკუნას, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 13 წელი შერულებოდა, არასოდეს უნახავს მამა... ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ ისინი...

მარიკუნა ფერაძეს არც მამა და არც დედა არასდროს უნახავს. თუმცა მამასთან ერთადერთ შეხვედრას ასე იხსენებს:

„ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში გრძელ წვერებში გაწეწილი, ჩაჩაჩულ შარვალსა და დაგლეჯილ „ბათინკებში“ ჩაცმული კაცი შემოვიდა. ლოთი და მათხოვარი მეგონა. მომიახლოვდა და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ეტყობა, ბებიაჩემმა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. ბებიამ მერე მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით...

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, რაც დაემართა. ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მაგარი მსახიობი იყო. ძალიან მიყვარს ფილმი „არასერიოზული კაცი“… სისტემატურად ვკითხულობდი მის ლექსებს. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია“, - ამბობდა მარიკუნა მიქატაძე.

გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილის მარიკუნა 39 წლის ასაკში, 2023 წლის  14 ივლისს, საბერძნეთში მოულოდნელად გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ბოლო 7 წელი აღარ ველაპარაკებოდი, რთულია იმას აპატიო, ვინც ყველაზე ძალიან გიყვარს“ - მიშა ბუკიას შვილის ემოციური პოსტი

„საჩემპიონო ჰონორარით „სოლიდური სიმსივნის“ დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა“ - გიორგი კეკელიძე ილია თოფურიაზე

ცნობილია, ვინ იყო პედაგოგი, რომელიც შემზარავ ავარიას ემსხვერპლა - „უდავოდ დიდი დანაკლისია“