Digest Logo

„გამორჩეული პერიოდია, ცაზეც და მიწის ქვეშეთშიც ენერგეტიკა უცნაურად მოედინება ჩვენკენ...“ - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1746628598
ანზორ ოდიშარია

„მაისი გამორჩეული პერიოდია, ცაზეც და მიწის ქვეშეთშიც ენერგეტიკა უცნაურად მოედინება ჩვენკენ. ამიტომ მაისი არის გარდაქმნის, ცვლილების, პერიოდი. ცხოვრება ითხოვს ახალ ენერგიებთან კონტაქტი შევძლოთ. როცა ჩვენ ამ ყველაფრის მიმართ მომზადებული ვიქნებით, სწორად გადავლახავთ. ენერგია, რაც ახლა სამყაროში შემოდის არის ცოტა კონფლიქტური, ვერძული, იმპულსური, შესაბამისად ეს იგრძნობა როგორც კი გარეთ გახვალ, საკუთარ თავში ჩაიხედები, მიხვდები რაღაც შფოთვა მოდის, მაგრამ არ იცი საიდან. 

ამას ყველა ზოდიაქოს ნიშანი იგრძნობს და გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, როცა დიდი ენერგია მოდის, საჭიროა მისი დაცლა, გათავისუფლება. მისი დაგროვება იწვევს შფოთვას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ამიტომ კარგი იქნება ადრე გავიღვიძოთ, ვივარჯიშოთ, ჯანსაღად ვიკვებოთ და ვიყოთ აქტიურები. საღამოს სახლში რომ მიხვალთ, უნდა იყოთ დაღლილები. 

მეორე რაც ამ პერიოდში მოიმატებს, არის აზარტულობა, თავგადასავლების სურვილი, ნეგატივის ამოყრა, რასაც ითმენდით, აკვიატებული ფიქრები და ეს უნდა გადაილახოს საკუთარ თავთან ფიქრით. 

ადამიანს შეუძლია ერთ დღეში მიიღოს ყველაფერი, შექმნას საოცარი ცხოვრება და ერთ დღეშივე დაკარგოს ყველაფერი. არ უნდა გარისკოთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის პოსტი“ ეზოტერიკოსმა, ასტროლოგმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მაისის პროგნოზი ასე გამოიყურება:

ვერძი - საბედისწერო თვეა, ბევრი რამ შეგიძლიათ შექმნათ, შეცვალოთ. ცეცხლი, რომელიც თქვენთან ისედაც გიზგიზებს, ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება, შინაგანი წვა დაიწყება. ამიტომ გირჩევთ იყოთ ფრთხილად და აკონტროლეთ ემოციები. 

ლომი - გულით მუშაობთ, პასუხს აგებთ თქვენს სივრცეზე, ამიტომ არ გადაღალოთ გარემოცვა, არ მოითხოვოთ ისეთი რამ, რაც გულს გატკენთ. მნიშვნელოვანია დაბალანსებული ემოციური ურთიერთობა საზოგადოებასთან.

მშვილდოსანი - არ უყვართ უწესრიგობა, ქაოსი, ამიტომ ეს პერიოდი ცვლილებებს მოგიტანთ. თქვენი სიტყვა ძლიერად ესმის სამყაროს, ამიტომ საჭიროა სიტყვების კონტროლი. 

ტყუპები - გჭირდებათ ჯანმრთელობაზე კონტროლი, ზრუნვა, ვირუსული დაავადების მიმართ. აუცილებელია ინფორმაციის სწორად გაფილტვრა, შეთავაზებები, რასაც ახლა მიიღებთ სწორად უნდა შეაფასოთ. 

სასწორი - ეჭვები, ჭორები, შფოთვები გაძლიერდება. უნდა განსაზღვროთ რატომ მოვიდა ეს ინფორმაციები თქვენამდე. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. 

მერწყული - ქარიშხლიანი ენერგია ხართ, ახლა თქვენს სტიქიაში იმყოფებით, ალაგებთ ცხოვრებას. კარგი იქნება შესწავლა,  განვითარება. იშრომეთ და ყველაფერს შეძლებთ. 

თევზები - კარგი და პოზიტიური თვეა, შეგიძლიათ მიაღწიოთ საკუთარ მიზნებს, სურვილებს. 

მორიელი - გამოდით საბრძოლო მდგომარეობიდან, შფოთვა და სტრატეგია, რომ ყველა დაიცვათ, უფრო დაგძაბავთ. მოერიდეთ თქვენს აზრებს, თითქოს და საფრთხე გელოდებათ. 

კირჩხიბი - სწორად ემოციური ენერგიების გადაფასების დროა. 15 რიცხვის შემდეგ ეს დაბალანსდება და მეტი საზრუნავი გაგიჩნდებათ. თვე დადებითია. ქაოსს მოჰყვება სიკეთე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რას მოიტანს მერკურის კუროს ზოდიაქოში გადასვლა და როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 10-26 მაისის პერიოდი?! - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

⭕ რა ნეგატიური მოვლენებია მოსალოდნელი მაისში და როგორ ცვლილებებს შეიტანს ის ადამიანების ცხოვრებაში? - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

⭕ „მანამდე მქონდა შეწყვეტილი ორსულობა, გარე ორსულობა, ფსიქოლოგიურად ვეგუებოდი, ეს ტრაგედია არ ყოფილიყო...“ - როგორი დედაა თეონა ცირამუა, რომელსაც ტყუპი გოგონა 5-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა