19 ნოემბერი - გაარღვიეთ მოჯადოებული წრე და შეცვალეთ მუდმივი სცენარები.
19 ნოემბერს მთვარე თევზების ნიშანში მოძრაობას განაგრძობს, რაც ემოციურ მგრძნობელობასა და გარე განწყობების მიმართ აღქმის უნარს აძლიერებს.
დღის პირველ ნახევარში მთვარის ასპექტი მორიელის ნიშანში მყოფ პროზერპინასთან ყურადღებას იმ მუდმივად განმეორებად სიტუაციებზე ამახვილებს, რომლებიც შინაგან უკმაყოფილებას, დაღლილობასა და გაღიზიანებას იწვევს. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ გარკვეულ ურთიერთობებში მუდმივად იღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას, თანხმდებით თქვენთვის არასასურველ პირობებს ან გასცემთ იმაზე მეტს, ვიდრე სანაცვლოდ იღებთ.
ეს ემოციური რეაქციები მიგანიშნებთ პრობლემაზე, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და რომლის არსებობასაც უკვე ვეღარ ამჩნევთ. დღის მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ უკმაყოფილების მიზეზის დანახვა, არამედ საკუთარი მონაწილეობის გაცნობიერებაც იმ გარემოებების შექმნაში, რომლებიც კვლავ და კვლავ მეორდება.
დღის მეორე ნახევარში მთვარის ჰარმონიული ასპექტი მორიელის ნიშანში მყოფ მზესთან მეტ სიცხადესა და მოქმედების მზაობას მოგვიტანს.
ეს ხელსაყრელი დროა არსებული შეთანხმებების გადასახედად, თანამშრომლობის პირობების დასაზუსტებლად, პასუხისმგებლობების სამართლიანად გასანაწილებლად და ურთიერთობებში საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გამოსახატავად. მორიელის მზის გავლენა პრობლემის ძირეული მიზეზების აღმოჩენას უწყობს ხელს. ზოგჯერ სიტუაციის შესაცვლელად ერთი გადაწყვეტილებაც საკმარისია - მთავარია, აღარ გავიმეოროთ ის მოქმედება, რომელიც კვლავ იმავე შედეგამდე მიგვიყვანს.
მთვარის კალენდრით, დღის მეორე ნახევრიდან მე-11 მთვარის დღე იწყება. ეს დღე მთვარის თვის ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ და ძალმოსილ პერიოდად მიიჩნევა. მისი სიმბოლოებია ცეცხლოვანი მახვილი, გვირგვინი და ლაბირინთი. სიმბოლიკა შინაგანი ძალის გააქტიურებას, ნებისყოფასა და ენერგიის მართვის აუცილებლობას უკავშირდება.
იზრდება მოქმედების, დაბრკოლებების გადალახვისა და მიზნების მიღწევის სურვილი, თუმცა მთავარი გამოწვევა ამ ძალის გააზრებულად წარმართვაა. დაუკონტროლებელმა ენერგიამ შესაძლოა, იმპულსურობა და კონფლიქტები გააძლიეროს, ხოლო სწორად მიმართულმა - მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შეუწყოს ხელი.
მე-11 მთვარის დღე ხელსაყრელია აქტიური საქმიანობისთვის, სპორტისთვის, შემოქმედებითი პროცესებისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და გაბედული ნაბიჯებისთვის. მისი მთავარი პრინციპია შინაგანი ძალის მართვა და არა მისი გავლენის ქვეშ მოქცევა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„წარმატების, იღბლისა და სურვილების ასრულების დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 19 ნოემბრის ენერგიებზე