Digest Logo

„განსაკუთრებით ეფექტურია მედიტაცია...“ - ქეთი ოდიშელი 21 დეკემბრის მზებუდობაზე

1766149058
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 21 დეკემბრის მზებუდობაზე წერს:

„ზამთრის მზებუდობა ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამე. ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყებენ ზამთრის ათვლას. „კვდება“ მზე, სამი დღის შემდეგ კი განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით იბადება. (თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის პირველ გრადუსზე)

21 დეკემბრამდე, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • გაათავისუფლეთ თქვენი სახლი, გარემო, გონება ყოველივე სიძველისგან, არასასურველისგან.
  • შეხვდით დილას სუფთად და მოწესრიგებულად.
  • კარგი იქნება თუ საკვებს მინიმუმამდე შეზღუდავთ.
  • განსაკუთრებით ეფექტურია მედიტაცია და სხვადასხვა ტიპის რიტუალები.
  • იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენთვის სასურველია, დაგეგმეთ მომავალი წელი, დაისახეთ მიზნები.

გახსოვდეთ მზებუდობის დღეები წლის განმავლობაში საუკეთესოა ბედ-იღბლის კორექციისთის. თქვენ უნდა „გარდაიცვალოთ“ როგორც მზე და შემდეგ იშვათ უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაბრწყინებული. 21 დეკემბრამდე და შემდეგ სამ-სამი დღე დედამიწაზე შემოედინება უძლიერესი ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც უნდა მართოთ თქვენდა სასიკეთოდ.

გადავხედოთ ისტორიას:

ჩინეთში (ქრისტესშობამდე) ზამთრის მზებუდობა ითვლებოდა წმინდა დღესასწაულად. 25 რიცხვამდე (მზის დაბადება) წყდებოდა ვაჭრობა და სხვა საქმიანობა.

სპარსეთში ძველად იმართებოდა მითრას დღესასწაული, რომელიც ასევე 25 დეკემბერს უკავშირდებოდა.
 ეგვიპტეში საუკუნეების მანძილზე რამდენიმე ღვთაების დაბადებას ზეიმობდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ წმინდა ქალწულ ისიდას, რომელმაც შვა ჰორუსი (25 დეკემბერს).

ძველ რომში 25 დეკემბერს ზეიმობდნენ ღვთაება სოლის (მზე) შობის დღეს.

ძველი გერმანელები ამ დღეს აღნიშნავდნენ #იულის (იოლ) მზის ღვთაების დაბადებას, რომელიც, ათბობდა გაყინულ მიწას და მის ყოველ მარცვალში სიცოცხლეს აღვივებდა.

(ძველად მიაჩნდათ, რომ საშობაო ლორით გამასპინძლება ნაყოფიერების ღმერთ ფრეირს ეძღვნებოდა, რომლის წმინდა ცხოველი ტახი იყო)

ამ დღეს იწყებოდა დღესასწაული: ანთებდნენ კოცონს ბოროტ სულების განსადევნად და ერთგულების ფიცს დებდნენ. გათენებიდან მზის ჩასვლამდე პერიოდს „ბედისწერის დღედ“ მოიხსენიებდნენ, თვლიდნენ რომ ყველაფერი რასაც ამ დროს იტყოდნენ, მომდევნო წელს განსაზღვრავდა! დღესასწაული 13 დღე-ღამეს გრძელდებოდა და „სულების ღამეებად“ მოიხსენიებოდა - ორ წელიწადს შორის მოქცეული დრო საკრალურ მნიშვნელობას ატარებდა, თითქოს განსხვავებული რიტმი და ძალა ჰქონდა, რადგან ღმერთებისა და ბედისწერის ქალღმერთ ურდის სიტყვის აღსრულების დრო დგებოდა.

მათ სწამდათ, რომ მე-12 დღე-ღამე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღმერთებისგან/სამყაროსგან მინიშნების მისაღებად და ამ დროს ნათქვამ სიტყვებს გამორჩეული ძალა ჰქონდა. (P.S.ამ დღეს ჩვენ ბედობას ვეძახით! 1-ელ იანვარს უწევს)

ბრიტანეთსა და ირლანდიაში მაღლობზე კოცონს ანთებდნენ და სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავდნენ ამ წმინდა დღეს.

21- 25 დეკემბრის შუალედი განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ დღეებად ითვლებოდა“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აუცილებლად ვახვედრებ განსაკუთრებულ საჩუქარს...“ - ნინო ჩხეიძის საახალწლო ტრადიცია, რომელსაც არ არღვევს

⭕„დღეს შენ ხარ ის, ვინც სხვებს გზას უნათებს, ამიტომ გამოიყენე ეს ენერგია პირადი სურვილების ასასრულებლად“ - რას გვიმზადებს 19 დეკემბერი?

📸 ეკო ფანგანი შავ კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი ხარ“