
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, მეტი სიფრთხილე მოგეთხოვებათ, რადგან კონფლიქტების ალბათობა მაღალია. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, შეეცადეთ ფიზიკურად ზედმეტად არ გადაიღალოთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - მოგეთხოვებათ სიფრთხილე. ნუ დაკავდებით მნიშვნელოვანი საქმეებით და ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, მეტი დიპლომატია გამოიჩინეთ.
კურო - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები იქნება, სიფრთხილეც საჭიროა ამ მიმართულებით, წინდახედულობა.
ტყუპები - ინტუიცია ძლიერია, ამიტომ დაეყრდენით მას. შესაძლოა რაღაც ახალი გაიგოთ. იყავით გულახდილები.
კირჩხიბი - ემოციური დღე იქნება, გჭირდებათ სწორი მიდგომა. იზრუნეთ საკუთარ თავზე უფრო მეტად. დაუთმეთ დრო საკუთარ სურვილებს.
ლომი - აქტიური და ნაყოფიერი იქნება დღის მეორე ნახევარი, მარტივად გადაჭრით პრობლემებს. დღის პირველი ნახევარი გაატარეთ მშვიდად.
ქალწული - თუ ზეწოლის ქვეშ ხართ, ყველაფერი ერთდროულად არ გააკეთოთ, სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ისე იმოქმედეთ.
სასწორი - სიახლეების დღეა, მოულოდნელი მოგზაურობა, ქალაქ გარეთ გასვლა გელოდებათ. წინდახედულობა აუცილებელია.
მორიელი - საინტერესო დღეა სიტუაციის გადასაფასებლად, დარჩებით მარტო სიჩუმეში, გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, ჩაუღრმავდით.
მშვილდოსანი - აქტიურები ხართ, მარტივად წამოიწყებთ საქმეს და გახდებით სხვების შთაგონების წყარო. თუ მეგობრებს დასჭირდებით, აუცილებლად დაეხმარეთ, ეს უკან დაგიბრუნდებათ.
თხის რქა - რთული დღეა, საქმიანი ჩარჩოები დაგღლით, რაც ემოციებზე იმოქმედებს. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს.
მერწყული - იდეები და სამომავლო გეგმები გაუზიარეთ ადამიანებს, ვისი მხარდაჭერაც გაქვთ, იყავით გულახდილები.
სასწორი - ენდეთ ინტუიციას, გიკარნახებთ ვის დაეხმაროთ და ვისგან დაიჭიროთ თავი შორს. აღმოაჩენთ რაღაც ახალს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უმაღლესი ქულა მივიღე... არ ველოდი...“ - შაბან მამედოვი ანრი ჯოხაძეზე
🎥 „ჩემი ნიჭი გადავწყვიტე ერთხელ ბოროტად გამომეყენებინა...“ - რას ჰყვება შაბან მამედოვი?