Digest Logo

„განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რადგან ვუახლოვდებით შემოდგომის დაბნელებათა კორიდორს...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი

1757002005
AstroBlog SkyLight

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი „AstroBlog SkyLight“  ფეისბუკზე 4 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს.

როგორც სტატუსში ვკითხულობთ, ეს დღე გვაძლევს შანსს, გადავხედოთ ჩვენს გზას და გადავიდეთ განვითარების ახალ დონეზე:

„განვიხილოთ, რას გვიმზადებს სამყარო დღეს, ხუთშაბათს, 4 სექტემბერს.

დღის პირველ ნახევარში მთვარე თხის რქის ნიშანში იმოძრავებს, რაც თავშეკავებას, სერიოზულობას და საკუთარი თავის კონტროლს მოითხოვს. თუმცა, დაახლოებით 14:32 საათზე მთვარე მერწყულში გადავა და ენერგეტიკული ფონი შეიცვლება: სიმკაცრეს ჩაანაცვლებს სიმსუბუქე, თავისუფლებისა და განსხვავებულისკენ სწრაფვა. გავხდებით უფრო ღია, მოქნილი, კრეატიული და ოდნავ ექსცენტრიულიც კი.

ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რადგან ვუახლოვდებით შემოდგომის დაბნელებათა კორიდორს, რომელიც 7 სექტემბერს დაიწყება. უკვე იგრძნობა დაძაბულობა ჩვენს სივრცეში, სოციუმში. ადამიანები უფრო ნერვიულები ხდებიან. ამას ემატება ისიც, რომ დღეს ურანი სტატიკური ხდება, რათა რეტროგრადულ მოძრაობაში გადასასვლელად ემზადება. ურანი მართავს მერწყულის ნიშანს, სადაც მთვარე შუადღის შემდეგ გადავა. ასეთ მომენტებში რეალობა ხშირად გვიწყობს მოულოდნელ სიურპრიზებს: გეგმები შეიძლება ჩაიშალოს, ტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან და გაუთვალისწინებელი ამბები მოხდეს.

შეანელეთ ტემპი და დააკვირდით. ნუ იჩქარებთ, სცადეთ, ყურადღება მიაქციოთ ნიშნებს, შემთხვევით იდეებსა და შეხვედრებს. ეს არ არის სწრაფი მოქმედებების, აჩქარების დრო, არამედ სამყაროს მოსმენისა და დაკვირვების დროა. ჩვენ ვუახლოვდებით ძალიან ტრანსფორმაციულ და ინტუიციურ მთვარის დაბნელებას, ამიტომ ყველაფერი, რაც ამ პერიოდში ინტუიციის, ან რაიმე ინფორმაციის სახით მოდის, მინიშნებას გვაძლევს ჩვენი ცხოვრებისეული გზის შემდგომი მიმართულების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, სერიოზულად მოვეკიდოთ მსგავს გამოვლინებებს.

დღეს მთელი დღის განმავლობაში მთვარე პლუტონთან შეერთებაში იქნება, რაც სოციუმსა და კოლექტიურ სფეროს ინტენსიურობასა და სიღრმეს მატებს. შესაძლებელია თანამოაზრეთა გაერთიანება და რევოლუციური სცენარიც კი. ამ მხრივ ენერგია დღეს საკმაოდ დაძაბულია. შესაძლოა ზედაპირზე ამოვიდეს აქამდე დამალული გაღიზიანება, ძველი ბრაზი ან წყენა, გამოჩნდეს ის, რასაც საკუთარ თავსაც ვუმალავდით. მაგრამ ეს დღე შეიძლება მივიჩნიოთ ნამდვილი ტრანსფორმაციის პორტალად, რომელიც მთვარის დაბნელებისთვის გვამზადებს.

მნიშვნელოვანია, დღევანდელ მოვლენებს ისე მივუდგეთ, რომ ნებისმიერი რყევა შეიძლება გახდეს გამოღვიძებისა და განახლების საწყისი წერტილი. ამიტომ, ჩაინიშნეთ იდეები, რომლებიც დღეს გაგიჩნდებათ. ისინი შეიძლება უცნაური იყოს, თუმცა ყველაფერი უჩვეულო და ორიგინალური პროგრესისა და განვითარების საწინდარია.
მოკლედ, 4 სექტემბერი ტურბულენტური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მას შეუძლია მოგვაწოდოს მოულოდნელი, ჭკვიანური აზრები და იდეები მომავლისთვის. თუ იქნებით მოქნილი და ყურადღებიანი, მიუხედავად მძაფრი ემოციური ფონისა, მათი მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ მოულოდნელი გაცნობიერებები და გაიხსნას ინოვაციების გზა.

დღეს ასევე უნდა გავითვალისწინოთ მთვარის დღეების ენერგიები. საღამომდე ჩვენზე ჰარმონიზებული მეთორმეტე მთვარის დღე მოქმედებს. საღამოს (17:55) კი ჩაირთვება მეცამეტე მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა ბორბალი ან გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს- ურობოროსი. ეს არის მარადისობის, სიბრძნისა და განმეორებადი ციკლების სიმბოლო. ურობოროსი ხშირად სიმბოლურად აღწერს სამყაროს, როგორც ერთიან ციკლს, სადაც დასასრული ყოველთვის ახალ დასაწყისში გადადის.

მეცამეტე დღე ითვლება მისტიკურად, სავსე ცოდნისა და შინაგანი ზრდის ენერგიით. თუ ამ მთვარის დღეს სწორად გამოიყენებთ, შეგიძლიათ არა მხოლოდ ენერგიით აივსოთ, არამედ ჩართოთ თვითგანკურნების პროცესები, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ დონეზე. დღეს ჩვენი სხეული და გონება განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც მიმართულია განკურნებისა და აღდგენისკენ. ამიტომ ეს იდეალური დროა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვევების კორექციისთვის, კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის და, რა თქმა უნდა, ენერგეტიკული გადატვირთვისთვის.

გონებრივად, ეს დღე გვაძლევს შანსს, გადავხედოთ ჩვენს გზას და გადავიდეთ განვითარების ახალ დონეზე. დღეს ძალიან სასარგებლოა გააანალიზოთ განმეორებადი მოვლენები, რომლებიც თითქოს მობრუნდნენ. ეს სამყაროს მინიშნებებია. დღეს ხდება ჩვენი ფსიქიკის ფარული რეზერვების გააქტიურება. ამ დღეს შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გავაკეთოთ, სამუდამოდ მოვიშოროთ შინაგანი ბლოკები, კომპლექსები ( გაცნობიერება უკვე თითქმის გაშებას ნიშნავს) და მოვახდინოთ ჩვენი შინაგანი აღქმის განახლება, რათა ჩვენს ცხოვრებაში ახალი ენერგია შევუშვათ. ამ ენერგიასთან ერთად კი ახალი შესაძლებლობებიც მოვა.

მე-13 მთვარის დღე, კოსმოსური ვიბრაციებით სავსე, განსაკუთრებულად ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი ენერგიის გასააქტიურებლად. დღევანდელი დღის შთაგონებით, შესაძლოა თქვენი სულის გამოძახილი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად აქციოთ. მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას და გააკეთეთ ის, რაც სულიერ სიხარულს და აღფრთოვანებას გაგრძნობინებთ.

ამ დღეს ყურადღებით მოუსმინეთ სხვების რჩევებსა და შენიშვნებს. მათი სიბრძნე შეიძლება თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი გახდეს. ეს იდეალური დროა ჯგუფური საქმიანობისთვის, სადაც საერთო ენერგია და ძალისხმევა დიდ შედეგებს მოგიტანთ. ახალი რამის სწავლა და ინფორმაციის გაცნობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის თქვენს მომავალ გზას გაამყარებს.

მე-13 მთვარის დღე გაძლევთ შანსს, გაიაზროთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. თუ თქვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას გართმევენ და თავს სუსტად ან არასრულფასოვნად გაგრძნობინებენ, დროა, მათთან კავშირი გაწყვიტოთ და ახალი, უფრო პოზიტიური გზა აირჩიოთ“, -  წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გინდა, 2026 წელი შენს სასიკეთოდ შემობრუნდეს და ახალმა ეტაპმა წარმატება მოგიტანოს? ამისთვის ჯერ ...“ - ასტროლოგიური რეკომენდაციები!

თურქეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

„წითელი ბრინჯი აღარ არის რეკომენდებული ქოლესტერინის შესამცირებლად!“ - რა საფრთხეებზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე