„2-დან 6 ივლისამდე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამ პერიოდში მარსისა და ურანის შეერთება ტყუპების ნიშანში ზრდის მოულოდნელი მოვლენების, აჩქარებული გადაწყვეტილებებისა და ტექნიკური გაუმართაობის ალბათობას“, - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს ასტროლოგი, ანა ჯალაღონია ავრცელებს და გამომწერებს რჩევას უზიარებს.
„ამ დღეებში ყურადღება მიაქციეთ:
ცეცხლს და აალებად ნივთიერებებს;
ელექტრო მოწყობილობებსა და ელექტროგაყვანილობას.
ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას;
გზებზე გადაადგილებისას ნუ იჩქარებთ;
ტელეფონთან, კომპიუტერთან და სხვა ტექნიკასთან მუშაობისას შეინარჩუნეთ სიფრთხილე;
მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებსა და კონფლიქტებს,
ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა მოქმედება.
ეს ტრანზიტი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე ცუდი მოხდება, მაგრამ გირჩევთ ვიყოთ მეტად ფხიზლად, მშვიდად და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ყველა მოქმედებას. სიფრთხილე ამ დღეებში საუკეთესო დაცვაა“, - წერს ანა ჯალაღონია.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „მოეფერეთ საყვარელ ადამიანს“ - 2 ივლისის ენერგიები
⭕ „შენ გგონია, რომ ღმერთთან კავშირს ამყარებ და სინამდვილეში პირიქითაა…“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე