2 ივლისი — დღის ენერგია: 2 • 1 • 3.
დღეს ყველაფერი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული.
💖 იყავით უფრო თბილები, უთხარით საყვარელ ადამიანებს კარგი სიტყვები, ჩაეხუტეთ, გამოხატეთ სიყვარული და ზრუნვა სწორედ ამ ენერგიით ყველაზე მარტივად მიიზიდავთ სასურველს.
💧 დღეს წყლის ენერგია განსაკუთრებით ძლიერია. მიიღეთ შხაპი გააზრებულად, ანდეთ წყალს თქვენი სურვილები, წარმატება და კეთილდღეობა. არ გაატაროთ დღე ჩვეულებრივი სცენარით.
შეცვალეთ რუტინა: წადით ახალ ადგილას, გაისეირნეთ, სცადეთ ის, რასაც დიდი ხანია დებთ. სწორედ კომფორტის ზონიდან ერთი ნაბიჯი შეიძლება სასიამოვნო ცვლილებების დასაწყისი გახდეს.
❤️ აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ განწყობაზე. მოეფერეთ საყვარელ ადამიანს, დაურეკეთ ახლობლებს, უთხარით, რამდენად გიყვართ — დღეს სიყვარულით გაკეთებულ თითოეულ ნაბიჯს განსაკუთრებული ძალა აქვს.
🥰 რაც უფრო მეტ სითბოს გასცემთ, მით მეტი სიყვარული, სიხარული და ბედნიერი მოვლენები დაგიბრუნდებათ. გისურვებთ ჰარმონიით, ღიმილითა და სასიამოვნო ცვლილებებით სავსე დღეს!
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „შენ გგონია, რომ ღმერთთან კავშირს ამყარებ და სინამდვილეში პირიქითაა…“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕რა არის სასიკეთო და რისგან სჯობს თავის შეკავება? - 2 ივლისის მეტაფიზიკური პროგნოზი
წყარო: www.facebook.com