ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 21 სექტემბრის მზის დაბნელებაზე საუბრობს:
„დღეს 21 სექტემბერს მზის დაბნელებაა...
გაუფრთხილდით თქვენს თავს...
გაუფრთხილდით თქვენს გულს...
„მახსოვს, ერთხელ პუებლოს ინდიელების ბელადთან ვსაუბრობდი, მას ერქვა ოჰვიაი ბიანო, რაც ნიშნავს " მთის ტბას“.
მან გამანდო თავის წარმოდგენები თეთრკანიან ადამიანზე, თქვა, რომ ის მუდამ მღელვარებაშია, მუდამ ნერვიულობს, მუდამ რაღაცას ეძებს და ამის შედეგად მისი სახე ნაოჭებით იფარება, ნაოჭებით, რომელიც მან მარადიული მოუსვენრობის ნიშნად მიიღო.
ოჰვიანო ბიანოს აზრით, თეთრკანიანები - შეშლილი ადამიანები არიან, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ ფიქრობენ თავით, ასე კი, მხოლოდ შეშლილები იქცევიან. ბელადის ამ განაცხადმა იმდენად გამაკვირვა, რომ ვკითხე, ის რით ფიქრობდა. მან მიპასუხა, რომ რა თქმა უნდა ფიქრობდა გულით.
ასე ფიქრობდნენ ძველი ბერძნებიც, ხოლო იაპონელები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ცენტრი მზის წნულია“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთეულთა ინტერესია, რომ ეგოიზმმა გაიმარჯვოს...“ - რას წერს გია მურღულია
⭕ ორი გოლი გოჩოლეიშვილის აქტიურობით - „ჰამბურგმა“ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა