Digest Logo

„გაუშვი შენი ცხოვრებიდან ყველაფერი უსარგებლო...“ - ქეთი ოდიშელი 15-დან 20 მარტის პერიოდზე

1773228116
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 15-დან 20 მარტის პერიოდზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„2026 წლის 15-დან 20 მარტის შუალედი, მზე თევზების ბოლო გრადუსებშია.

ეს არის ასტროლოგიური წლის ბოლო დღეები, როდესაც სასურველია გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების განვლილი ეტაპები, სულიერად და ფიზიკურად განწმენდილები შევეგებოთ ახალ სასიკეთო მაცოცხლებელ ენერგიებს, რომელიც 2026 წლის 20 მარტს იღებს სტარტს.

ნულოვანი დღეების, (იგივე დელფინის დღეები, იგივე „მწუხარებისა და გლოვის დღეები“) პერიოდში ხდება ყველაფრის განულება.

გაუშვი შენი ცხოვრებიდან ყველაფერი უსარგებლო, ყველაფერი რამაც თავის თავი ამოწურა, ეს არის სულის, ფიქრების, სხეულის განწმენდის პერიოდი, ეფექტურია ამ დროს სახლის, სამუშაო სივრცის წმენდა, წმენდა - ყველა დონეზე.

გაიხსენე წინაპრები, პატივი მიაგე მათ.

ზოროასტრიზმის მიმდევრებს ამ დროს მკაცრი მარხვა აქვთ.

უკეთ რომ გავერკვეთ, თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ, რა ხდება: წრე მოიცავს 360 გრადუსს, ერთი სრული წლის ციკლიც მოიცავს 360+5 დღეს, სწორედ ეს 5 დღე, თითქოს დროის მიღმა რჩება და სწორედ ეს დღეებია წლის ციკლის ბოლო აკორდი, რომელიც ემსახურება სრული განულების, გადაწყობისა და სტარტისთვის მზადების იდეას.

წელს 20 მარტიდან აღინიშნება ახალი წლის დასაწყისი, გაზაფხულის დღე-ღამტოლობა! (ამაზე მოგვიანებით დავდებ პოსტს).

ამ 5 დღის განმავლობაში ხდება ადამიანების მომზადება ახალი ენერგიების მისაღებად.

ახალი ცხოვრება - ახალი ფურცლიდან!

თევზების ნიშანი ასრულებს ზოდიაქურ ციკლს, ეს ნიშანი ჩვენგან, მიტევებას, გულმოწყალებას, პატიებასა და ჭეშმარიტ სიყვარულს მოითხოვს. სწორედ ამ თემით უკავშირდება თევზები ნულოვან დღეებს. დასასრული და დასაწყისი, ახალ საფეხურზე გადასვლა, რომელიც სულიერების ახალ დონეზე გადაგვიყვანს.

ამ პერიოდში ფაქტობრივად მზის ენერგიის გარეშე ვართ, შესაძლებელია გამოვლინდეს: ენერგოტონუსის დაქვეითება, მარტოობის, უსუსურობის განცდა, ენერგიის ნაკლებობა.

დაიცავი სისუფთავე და ზომიერება ფიქრებში, განცდებში, სიტყვებში, შეზღუდეთ ცხოველური საკვები. (ყურადღება მიაქციეთ კუჭსა და ნაღვლის ბუშტს). სასარგებლოა სხვადასხვა ბალახების ჩაის მიღება (გვირილა, პიტნა), ეფექტურია არომათერაპიის გამოყენება.

აჩუქე სიყვარული, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებს, აჩუქე მათ სითბო, ყურადღება.

ამ დღეებში არ არის სასურველი მინერალური ქვების ტარება. (გარდა თვლოვანი კვარცის სახეობებისა: ვეფხვის თვალი, არწივის თვალი და სხვა).

ასევე მითითებულ დღეებში არ არის რეკომენდებული ქვების შეძენა, ჩუქება, განსაკუთრებით კი მოპარვა.
საფრთხილოა ცოცხალი მინერალები: მარჯანი, სადაფი, მარგალიტი.

მარგალიტი და სადაფი ამ დღეების განმავლობაში მოათავსეთ წყალში, რათა მათ მოახერხონ „ცრემლის ღვრა“... გაივლიან რა კათარსისს, შემდეგ ისინი მთელი წლის განმავლობაში პოზიტიურად იმოქმედებენ.

ზოგიერთი ქვა, განსაკუთრებით კეთილშობილი, გამჭვირვალე ფერით სჯობს ვატაროთ წლის ნათელ დროს - გაზაფხულზე და ზაფხულში.

ხოლო არა გამჭვირვალე ქვები, ჭრელი ქვები უკეთესად მოქმედებენ შემოდგომა - ზამთარში.

15, 16, 17, 18, 19 მარტის დღეები ეს უკავშირდება დედამიწაზე მცხოვრებ 5 ცივილიზაციას, რასას:

I დღე - ეძღვნება ცისფერ რასას, ეს რასა როგორც ცნობილია ცხოვრობდა ანტარქტიდის ტერიტორიაზე, მათ შემოიტანეს ცოდნა რიცხვების შესახებ.

15 მარტს სწორედ მათზე აღავლენენ ლოცვას.(სამხრეთისკენ მიმართულნი)

II დღე - ეძღვნება ყვითელ რასას, რომლებმაც შემოიტანეს სამყაროს ერთიანობის იდეა და მრავალი კოსმოსური რიტუალი.

16 მარტს ყვითელი რასისთვის და მათ ნამოქმედარისთვის ლოცულობენ. (აღმოსავლეთისკენ მიმართულნი)

III დღე - ეძღვნება მუქ ლურჯ რასას - ლემურიელებს. დღევანდელი ნეგროიდული რასის წინაპრებს. მათ შემოიტანეს ენერგიებთან მუშაობა, შავი მაგია, კანიბალიზმი.

საკუთარ სახლში ხდება ლოცვა, მათთვის და მათი ქმედების შედეგებისთვის.

IV დღე - წითელი რასის დღე - ატლანტები. დღევანდელი ეგვიპტელების და ინდიელების წინაპრები. მათ კაცობრიობას შემატეს ალქიმიის ცოდნა და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობები.

დასავლეთის მიმართულებით ხდება მათთვის ლოცვა.

V დღე - თეთრი რასის დღე. მათ შემოიტანეს ნათელისა და ბნელის ცნება.

ხდება ლოცვა ჩრდილოეთის მიმართულებით.

როგორ გამოვიყენოთ ამ 5 დღის სიმბოლიზმი ჩვენ?

1. პირველი დღე - 15 მარტი: თავმდაბლობისა და სინანულის დღე.
2. მეორე დღე - 16 მარტი: ვალების (მატერიალური და მორალური) დაბრუნების დღე.
3. მესამე დღე - 17 მარტი: სისუფთავის, ლოცვისა და ენერგეტიკული განწმენდის დღე.
4. მეოთხე დღე - 18 მარტი: სიმამაცის, შიშებზე გამარჯვებისა და ასკეზის დღე.
5. მეხუთე დღე - 19 მარტი: სიყვარულის, ჰარმონიისა და არჩევანის გაკეთების დღეა, როდესაც საბოლოოდ ვწყვეტთ, რა მიგვაქვს ახალ ციკლში“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კიბოს განვითარების რისკები მატულობს“ - ზაზა თელიას გაფრთხილება გასახდომ ინექციებზე

⭕„შეიძლება იყოს შოკის მომგვრელი ან რადიკალური ცვლილებების დღე...“ - 11 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„ულამაზესი ხარ წარმატებები“ - ნუცა ბუზალაძის ახალი კადრები გადასაღები მოედნიდან