Digest Logo

🎥 „კიბოს განვითარების რისკები მატულობს“ - ზაზა თელიას გაფრთხილება გასახდომ ინექციებზე

1773219094
ზაზა თელია

კიბოს განვითარების რისკები მატულობს, რა უნდა ვიცოდეთ გასახდომი ინიექციების გამოყენებამდე? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„რისკ/სარგებელი აუცილებლად უნდა შეფასდეს. არის გარკვეული ტიპის მტკიცებულებები, მათი მიღებით გარკვეული ორგანოების სიმსივნის განვითარების რისკები მატულობს. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს და თვითმკურნალობა კატეგორიულად არ შეიძლება. ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან პოპულარულია არა მარტო პაციენტებში, არამედ სამეცნიერო საზოგადოებაში. დაინტერესებულები არიან ფარმაცევტები და მედიკამენტების ინდუსტრია. თქვენ რომ გადახედოთ ბოლო კვლევებს, შეიძლება ისე გამოვიდეს, მკვდარი გააცოცხლოს ამ ინექციამ. წარმოუდგენელია, ერთმა პრეპარატმა ეს შეძლოს“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეიძლება იყოს შოკის მომგვრელი ან რადიკალური ცვლილებების დღე...“ - 11 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„ულამაზესი ხარ წარმატებები“ - ნუცა ბუზალაძის ახალი კადრები გადასაღები მოედნიდან

⭕ „დასრულდა კიდევ ერთი უნიკალური ოდის ისტორია...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნიკოლავა სამეგრელოდან