Digest Logo

🎥 „მაია ყოველთვის ჩემი სიყვარული იქნება, ერთხელ დავარტყი, არ მახსოვს რატომ“ - რას ამბობს გია სურამელაშვილი ყოფილ ცოლზე

1775647530
გია სურამელაშვილი

მომღერალი გია სურამელაშვილი წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და პოპულარობასაც ინარჩუნებს. ამიტომაა, რომ მისი ამბებიც საინტერესოა ხოლმე. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ახალამობრწყინებულ ვარსკვლავზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული.

მომღერალი გადაცემის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, სადაც მან ყოფილ მეუღლეზე, მაია კვესელავაზე ისაუბრა და თქვა, რომ იგი ყოველთვის მისი სიყვარული იქნება:

„შეყვარებული არ მყავს, გეფიცები. 

მაია, როგორ ხარ, ჩემო სიყვარულო. მადლობა, რომ ასე გიყვარვარ. 

მაია ყოველთვის ჩემი სიყვარული იქნება. მაია არის ჩემი ძალიან მაგარი შვილის დედა, მსოფლიომ იცის, რა შვილი მყავს.

მაიას ერთხელ დავარტყი. არ მახსოვს რატომ“, - ამბობს გია სურამელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მაია კვესელავა ცოტა ხნის წინ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. მან გადაცემაში „უეჭველი ქართველია“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა: 

„არ მიყვარს არც კამერები, არც ჟურნალისტები, რადგან როცა საქართველოში ვცხოვრობდი მოტყუებით და ჩუმად, ჩამწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

არ მიყვარს მე ამ თემაზე საუბარი, ზოგადად მე არ მიყვარს ჩემს ოჯახზე საუბარი, რადგან ჩემს უკან დგას ჩემი შვილები, შვილები, რძალი და რატომ უნდა გამოვფინო ჩემი განვლილი ცხოვრება და ჩემს ყოფილ მეუღლეზე რატომ უნდა ვილაპარაკო ცუდი, ან თუნდაც კარგი. ის არის ჩემი შვილის მამა და მე მადლიერი ვარ მაგისთვის, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი“, - ამბობდა მაია კვესელავა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვლენილი ახალი სიცოცხლე! - „მესამე შვილს ელოდებოდა, მშობიარეს ტკივილი გაუძლიერდა...“

„დიდი ოთხშაბათი არის სარკე, სადაც ხედავ ვინ დგას ქრისტეს წინაშე - ქალი, რომელიც სიყვარულს ასხამს, თუ კაცი, რომელიც მას აფასებს ვერცხლით“ - ქეთევან ჯანდიერი