Digest Logo

„გაზაფხული რომანტიკით იქნება სავსე...“ - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს ცხენის წელში: თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

1771529045
თამუნა იოსელიანი

მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: ჰოროსკოპი ცეცხლოვანი ცხენის წლისთვის (2026) ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - წერს:

„ვერძი

2026 წელი იქნება წინსვლისა და აქტიური განვითარების წელი. შესაძლებლობები ბევრი იქნება, თუმცა პასუხისმგებლობაც გაიზრდება. მარტოხელა ვერძებს ელით საინტერესო ნაცნობობა. ურთიერთობებში გრძნობების განახლება და მეტი ინიციატივა.

გაზაფხული მოიტანს კარიერულ ნახტომს . შესაძლებელია ხელმძღვანელის პოზიცია ან უფრო პრესტიჟულ სფეროში გადასვლა. ზაფხულში გაჩნდება დამატებითი შემოსავლის შანსი. იმოქმედეთ გაბედულად, მაგრამ არ დაივიწყოთ დასვენება , დატვირთვა დიდი იქნება. ყურადღება მიაქციეთ ნერვულ სისტემასა და ძილის რეჟიმს.

კურო

წელი მოიტანს სტაბილურ განვითარებას და მომავლისადმი თავდაჯერებულობას. წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დაწინაურება. ფინანსები გაიზრდება თანდათან . ეს იქნება მდგრადობის პერიოდი. შესაძლებელია უძრავი ქონების შეძენა ან მსხვილი ინვესტიცია.

ურთიერთობებში ჰარმონია, თუმცა მეტი ინიციატივა დაგჭირდებათ. მარტოხელა კუროებს შემოდგომაზე ელით ახალი ნაცნობობა. აპრილში მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგებით. რჩევა: ნუ იჩქარებთ ,კარგად დაფიქრდით.

ტყუპები

ცეცხლოვანი ცხენის წელი ცვლილებებსა და ახალ იდეებს გპირდებათ. პროექტები ბევრი იქნება , აირჩიეთ სამი მთავარი მიმართულება და არ გაფანტოთ ენერგია. ფინანსები ტალღებად მოვა, პარტნიორების ქმედებებს კონტროლი სჭირდება.

ზაფხულში ახალი ურთიერთობა შეიძლება ახალ ეტაპზე გადავიდეს. შეინარჩუნეთ ბალანსი აქტიურობასა და დასვენებას შორის. მაისი - მნიშვნელოვანი კონტაქტები; სექტემბერი - დიდი პროექტის დაწყება.

კირჩხიბი

მთავარი ამოცანაა ოჯახის, სახლისა და კარიერის გაძლიერება. მოსალოდნელია სტატუსის ცვლილება ან დიდ კომპანიაში გადასვლა. ფინანსები სტაბილურია. პროფესიულ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ.

ურთიერთობებში - ნდობა და ჰარმონია. მარტოხელებს ზაფხულში ემოციური შეხვედრა ელით. ივნისი გადამწყვეტი მოვლენების თვეა, ოქტომბერი - სასიამოვნო ოჯახური ამბები. იზრუნეთ ემოციურ სტაბილურობაზე.

ლომი

ცხენის ენერგია განსაკუთრებით გიხდებათ. ყურადღების ცენტრში იქნებით და კარიერული ზრდა შთამბეჭდავი იქნება. შესაძლებელია დიდი პროექტი ან ხელმძღვანელი პოზიცია.

სიყვარულში - ვნება და დინამიკა. მარტოხელა ლომებს სერიოზული ურთიერთობის შანსი ექნებათ. თებერვალი დატვირთული იქნება, ივლისი სიყვარულისა და მოგზაურობის თვე, ნოემბერი - ნამდვილი ტრიუმფი. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ქალწული

წელი მშვიდი და წარმატებული იქნება. იგრძნობთ კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხარდაჭერას. შესაძლებელია გრძელვადიანი ინვესტიციები.

ურთიერთობებში - სანდოობა და სიმშვიდე. კონფლიქტებისას გამოიჩინეთ მოქნილობა. ჯანმრთელობაში ყურადღება მიაქციეთ კვებასა და დღის რეჟიმს. მნიშვნელოვანი თვეები : მარტი და აგვისტო.

სასწორი

წელი მოიტანს ჰარმონიასა და განახლებას. ხელსაყრელია პარტნიორობა და შემოქმედებითი პროექტები. ფინანსები თანამშრომლობით მოვა.

მარტოხელებს აგვისტოში ელით სასიამოვნო ნაცნობობა. გაზაფხული რომანტიკით იქნება სავსე. აპრილში კარიერული ცვლილებებია შესაძლებელი, ოქტომბერში - პირადი ცხოვრების აქტიურობა. ისწავლეთ „არა“-ს თქმა და ნერვული სისტემა დაიცავით.

მორიელი

წელი ღრმა ცვლილებებისა და ახალი მიზნებისაა. პროფესიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პროექტები გელით. შემოსავალი გაიზრდება, მაგრამ ერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.

მაისი - საკვანძო გადაწყვეტილებები; სექტემბერი - კარიერული გარღვევა. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენები და ახალი ურთიერთობაა მოსალოდნელი. ენდეთ ინტუიციას 2026-ში ის განსაკუთრებით ძლიერია.

მშვილდოსანი

წლის ტენდენციაა გავლენის გაფართოება, სწავლა და მოგზაურობა. შესაძლებელია მივლინებები, უცხოეთთან დაკავშირებული საქმეები ან სტატუსის ზრდა.

სიყვარულში - აქტიურობა და ნათელი ემოციები. ჯანმრთელობა კარგია, თუმცა არ გადააჭარბოთ ფიზიკურ დატვირთვას. მნიშვნელოვანი თვეები - ივლისი და ნოემბერი. ნუ შეგეშინდებათ მიმართულების შეცვლა.

თხის რქა

2026 მოიტანს წარმატებასა და სტატუსის განმტკიცებას. კარიერასა და ფინანსებში სტაბილური ზრდა გელით. შესაძლებელია მრავალწლიანი პროექტის დასრულება და აღიარება.

ურთიერთობებში - ნდობა და სიმყარე. მარტოხელებს ელით სერიოზული პარტნიორი. მნიშვნელოვანი თვეები თებერვალი და ოქტომბერი. ყურადღება მიაქციეთ ხერხემალსა და ზურგს.

მერწყული

განსაკუთრებული წელი ინოვაციებისა და ცვლილებებისთვის. ახალი პროექტები ტექნოლოგიებისა და კრეატიული იდეების სფეროში წარმატებული იქნება.

გაზაფხული პირად ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს. მნიშვნელოვანი თვეები - აპრილი და სექტემბერი. მეგობრებთან ურთიერთობა ენერგიას შეგმატებთ. იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში.

თევზები

2026 წელი იქნება შემოქმედებისა და შინაგანი ჰარმონიის პერიოდი. პროფესიულ სფეროში შეძლებთ ტალანტების გამოვლენას და მხარდაჭერას მიიღებთ.

ფინანსები გაუმჯობესდება შთაგონებისა და დისციპლინის წყალობით. სიყვარულში რომანტიკა და სინაზე. ზაფხულში საინტერესო ნაცნობობაა მოსალოდნელი. ყურადღება მიაქციეთ ძილსა და ემოციურ ბალანსს. მნიშვნელოვანი თვეები : ივნისი და დეკემბერი. წარმატების გასაღები - თქვენი ძლიერი ინტუიცია“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღმერთს ვთხოვ ისე მამყოფოს, ვიღაცისთვის ვზრუნავდე  სიცოცხლის ბოლომდე“ - გია დავითიანი სიყვარულზე

🎥 „მომწონს ეს ტანჯვა სიმღერებში, ბევრს ჰგონია რომ მხიარული მიყვარს...“ - ნინო ჩხეიძე

🎥 „სიმბას მიწაზე მივდივარ, ძმაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიო ჯობავა